წყალშეუღწევი ფენილი, მიდუღებული გემის ფლორების, ვერტიკალური კილისა და ძირისეული სტრინგერების ზემო კიდეებთან, ძირთან ერთად ქმნის ორმაგ ძირს. ძირის დაზიანების შემთხვევაში მეორე ძირი გემის კორპუსს იცავს წყლის შეღწევისგან, ხოლო დიდი ტონაჟის ტანკერებს თავიდან აცილებს ნავთობის ჩაღვრას.
Source: ვარძელაშვილი, დიმიტრი. საზღვაო ლექსიკონი : [1500-მდე სიტყვა და გამოთქმა] / დიმიტრი ვარძელაშვილი ; [რედ.: ალექსანდრე ჯავახიშვილი, ნოდარ ებრალიძე (ლიტ. რედ.)]. - [თბ.] : ალავერდი, 2009. - 250გვ. ; 14სმ.. - გარეკანზე: გემები, იალქნები, ზღვაოსნობა. - გარეკანზე ავტ. მითით. არ არის. - ISBN 978-9941-0-1731-5