გემბანზედა კონსტრუქციებისა და გემის მოწყობილობის დეტალების ერთობლიობა, მექანიკურძრავიან გემზე გემის შუქების, კავშირგაბმულობის, მეთვალყურეობისა და სიგნალიზაციის საშუალებების განსათავსებლად, სატვირთო მოწყობილობების (სასიგნალო და სატვირთო ანძები, სატვირთო ისრები და ა.შ.) დასამაგრებლად და შესაკავებლად, ხოლო აფროსნებზე - იალქნების დასაყენებლად, დასამაგრებლად და სატარებლად (ანძები, სტენგები, რეიები, გიკები, გაფელები, ბუშპრიტები და ა. შ.). მზადდება ხისგან, ფოლადისგან, ალუმინის შენადნობებისგან ან თანამედროვე პლასტიკური მასალებისგან.
Source: ვარძელაშვილი, დიმიტრი. საზღვაო ლექსიკონი : [1500-მდე სიტყვა და გამოთქმა] / დიმიტრი ვარძელაშვილი ; [რედ.: ალექსანდრე ჯავახიშვილი, ნოდარ ებრალიძე (ლიტ. რედ.)]. - [თბ.] : ალავერდი, 2009. - 250გვ. ; 14სმ.. - გარეკანზე: გემები, იალქნები, ზღვაოსნობა. - გარეკანზე ავტ. მითით. არ არის. - ISBN 978-9941-0-1731-5