საზღვაო სამართლის ტერმინი. აღნიშნავს გემის ეკიპაჟის მიერ მიღებულ ზარალს, რომელიც გამოწვეულია გემის, ფრახტისა და გადასაზიდი ტვირთის საერთო საფრთხისგან გადარჩენის მიზნით განზრახ და გონივრულად წარმოებული ხარჯებით ან შეწირვით. მიღებული ჯამური ზარალი ნაწილდება გემის, ფრახტისა და ტვირთის მფლობელთა შორის დანაკლისის ღირებულების თანაზომადად.
Source: ვარძელაშვილი, დიმიტრი. საზღვაო ლექსიკონი : [1500-მდე სიტყვა და გამოთქმა] / დიმიტრი ვარძელაშვილი ; [რედ.: ალექსანდრე ჯავახიშვილი, ნოდარ ებრალიძე (ლიტ. რედ.)]. - [თბ.] : ალავერდი, 2009. - 250გვ. ; 14სმ.. - გარეკანზე: გემები, იალქნები, ზღვაოსნობა. - გარეკანზე ავტ. მითით. არ არის. - ISBN 978-9941-0-1731-5