სატვირთო ისრის ტაკელაჟის გემსართავი, ხელით მარჯვედ სახმარი რბილი გვარლის სახისა, რომლის დანიშნულებაა ტვირთის გადანაცვლება გვერდით, მისი აწევისა და დაშვების დროს, ან ადგილზე შეკავება საჭირო მდებარეობაში. აფროსნებზე საჭიმარი გამოიყენება რანჰოუტის მოძრავი ელემენტების (მაგ., გიკის) სამართავად.
Source: ვარძელაშვილი, დიმიტრი. საზღვაო ლექსიკონი : [1500-მდე სიტყვა და გამოთქმა] / დიმიტრი ვარძელაშვილი ; [რედ.: ალექსანდრე ჯავახიშვილი, ნოდარ ებრალიძე (ლიტ. რედ.)]. - [თბ.] : ალავერდი, 2009. - 250გვ. ; 14სმ.. - გარეკანზე: გემები, იალქნები, ზღვაოსნობა. - გარეკანზე ავტ. მითით. არ არის. - ISBN 978-9941-0-1731-5