Du. ballast, bal – ქვიშა და last – ტვირთი გემზე საჭირო ჩაჯდომისა და მდგარობის უზრუნველსაყოფად მიღებული ტვირთი, როცა სასარგებლო ტვირთი და მარაგები ამისთვის საკმარისი არ არის. არსებობს დროებითი და მუდმივი ბალასტი. დროებით ბალასტად, ჩვეულებრივ, გამოიყენება წყალი (თხევადი ბალასტი), ხოლო მუდმივ ბალასტად–თუჯის შოთები, თუჯის ნატეხებისა და ცემენტის ნარევი, უფრო იშვიათად ჯაჭვები, ქვა და სხვ. (მყარი ბალასტი). მუდმივ ბალასტად ზოგჯერ წყალიც გამოიყენება.
Source: ვარძელაშვილი, დიმიტრი. საზღვაო ლექსიკონი : [1500-მდე სიტყვა და გამოთქმა] / დიმიტრი ვარძელაშვილი ; [რედ.: ალექსანდრე ჯავახიშვილი, ნოდარ ებრალიძე (ლიტ. რედ.)]. - [თბ.] : ალავერდი, 2009. - 250გვ. ; 14სმ.. - გარეკანზე: გემები, იალქნები, ზღვაოსნობა. - გარეკანზე ავტ. მითით. არ არის. - ISBN 978-9941-0-1731-5.