Gk. βάρος – წნევა და μέτρον – ზომა ატმოსფერული წნევის საზომი ხელსაწყო. მოქმედების პრინციპის მიხედვით, არის სითხიანი (ვერცხლისწყლიანი) ბები და ლითონის ბარომეტრანეროიდები. ვერცხლისწყლიანში განსასაზღვრავი ატმოსფერული წნევა წონასწორდება ბარომეტრულ მილში მოთავსებული ვერცხლისწყლით. გემებზე (ხომალდებზე) გამოიყენება ბარომეტრანეროიდები, რომელთა მიმღები ნაწილი ლითონისმემბრანიანი კოლოფია, საიდანაც ამოტუმბულია ჰაერი. ატმოსფერული წნევა განისაზღვრება კოლოფის დეფორმაციით, რომელიც გადაეცემა სკალის მიმართ მოძრავ ისარს. სკალა გრადუირდება ვერცხლისწყლიანი ბარომეტრის მიხედვით.
Source: ვარძელაშვილი, დიმიტრი. საზღვაო ლექსიკონი : [1500-მდე სიტყვა და გამოთქმა] / დიმიტრი ვარძელაშვილი ; [რედ.: ალექსანდრე ჯავახიშვილი, ნოდარ ებრალიძე (ლიტ. რედ.)]. - [თბ.] : ალავერდი, 2009. - 250გვ. ; 14სმ.. - გარეკანზე: გემები, იალქნები, ზღვაოსნობა. - გარეკანზე ავტ. მითით. არ არის. - ISBN 978-9941-0-1731-5.