ბა ბე ბი ბლ ბო ბრ ბუ
ბიბ ბიდ ბიე ბიზ ბიკ ბილ ბიმ ბინ ბიო ბირ ბის ბიტ

ბინოკლი

Fr. binokle
L. bini–წყვილი, okulus–თვალი
საზღვაო ოპტიკური ხელსაწყო შორეულ საგნებზე ორი თვალით დასაკვირვებლად. შედგება პარალელურად შეერთებული ორი სამზერი მილისგან. ხასიათდება გადიდების ჯერადობით (6–20ჯერადი), ხედვის კუთხით (8°–2°), შუქძალით, შესავალი ობიექტივის დიამეტრით და პლასტიკურობით. გავრცელებულია აგრეთვე გადიდების ცვლადი ჯერადობის ბინოკლები, მათში შეიძლება გადიდების ჯერადობის მდოვრი ცვლილება დიდ ფარგლებში–4-დან 20-ჯერ და მეტად.
Source: ვარძელაშვილი, დიმიტრი. საზღვაო ლექსიკონი : [1500-მდე სიტყვა და გამოთქმა] / დიმიტრი ვარძელაშვილი ; [რედ.: ალექსანდრე ჯავახიშვილი, ნოდარ ებრალიძე (ლიტ. რედ.)]. - [თბ.] : ალავერდი, 2009. - 250გვ. ; 14სმ.. - გარეკანზე: გემები, იალქნები, ზღვაოსნობა. - გარეკანზე ავტ. მითით. არ არის. - ISBN 978-9941-0-1731-5
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9