ხის გემებზე–გემბანში ჩაშენებული და გემბანქვეშა კონსტრუქციებთან დაკავშირებული მსხვილი ვერტიკალური ძელი, რომელსაც გარშემო ახვევდნენ ღუზის გვარლს გემის ღუზაზე დგომის დროს. აგრეთვე გამოიყენებოდა საბუქსირო გვარლების დასამაგრებლად. ლითონურ გემებზე ბ. ეწოდებოდა თუჯის ან ფოლადის ღრუ ბოძკინტს, რომელიც მაგრდებოდა გემბანზე ღუზის ჯაჭვის მოძრაობის გზაზე და მასზე ამ ჯაჭვის ერთი ნახვევის შემოხვევით ღუზის ჩაშვების სიჩქარეს ამცირებდნენ. თანამედროვე გემებზე (ხომალდებზე) ბ.უფრო ხშირად ორმაგი ბოძკინტის სახისაა, შედის საბუქსირო მოწყობილობის შედგენილობაში და გამოიყენება საბუქსირო გვარლების დასამაგრებლად. ბორტული ბები, ისევე როგორც კნეხტები, გემის მიბმის დროს გამოიყენება.
Source: ვარძელაშვილი, დიმიტრი. საზღვაო ლექსიკონი : [1500-მდე სიტყვა და გამოთქმა] / დიმიტრი ვარძელაშვილი ; [რედ.: ალექსანდრე ჯავახიშვილი, ნოდარ ებრალიძე (ლიტ. რედ.)]. - [თბ.] : ალავერდი, 2009. - 250გვ. ; 14სმ.. - გარეკანზე: გემები, იალქნები, ზღვაოსნობა. - გარეკანზე ავტ. მითით. არ არის. - ISBN 978-9941-0-1731-5