ნა ნე ნი
ნად ნაზ ნათ ნაყ

ნათესავი, სახე

„ნათესავი სამ-სახედ ითქუმის: ერთისა უკუე სახისაებრ მშობელისაგან, ვითარ-იგი ისრაელისგანნი ისრაიტელად იწოდებიან. ხოლო მეორისა სახისაებრ მამულისაგან, ვითარ-იგი იერუსალიმისანი იერუსალიმელად ითქუმიან და პალესტინისანი – პალესტინელად. ხოლო მესამისა სახისაებრ ნათესავად ითქუმის განწვალებული სახეთა მიმართ, რომლისათჳს არს სიტყუაჲ ფილოსოფოსთაჲ და რომლისა განმასაზღვრებელნი იტყჳან: ნათესავი არს უმრავლესთა და სახითა განყოფილთად რაჲარსობით შესმენილი. ხოლო სახესაცა ორნი შესწავებანი ჰქონან, რამეთუ ითქუმის სახედ ნაკუეთიცა და შესახედავი, ვითარ-იგი სახე ანდრიანტისაჲ. და კუალად ითქუმის სახედ დაწესებული ნათესავისა ქუეშე, ესე იგი არს, განყოფილი ნათესავისაგან, და ამისთჳს არს სიტყუაჲ ფილოსოფოსთაჲ. ხოლო ვინაჲთგან ნათესავისათჳს რაჲ ვიტყოდეთ, მოვიჴსენეთ სახისაჲცა, მეტყუელთა, ვითარმედ „ნათესავი არს განწვალებული სახეთა მიმართ“. და კუალად სახისათჳს რაჲ წარმოვიტყოდეთ, ნათესავისაჲ მოვიჴსენეთ, მეტყუელთა, ვითარმედ „სახე არს ნათესავისაგან განყოფილი“.

საჴმარ არს ცნობად, ვითარმედ ვითარ-იგი მამისათჳს მყოფელნი სიტყჳსანი საჭიროდ მოვიჴსენებთ ძესაცა, ვინაჲთგან იგი არს მამაჲ, რომელსა ესუას ძე, და ძისათჳს რაჲ ვჰყოფდეთ სიტყუასა, უეჭუელად მოვიჴსენებთ მამასაცა, ვინაჲთგან იგი არს ძე, რომელსა ესუას მამაჲ. ეგრეთვე სახედ აქაცა შეუძლებელ არს ნათესავისათჳს თქუმაჲ თჳნიერ სახისა, ანუ სახისათჳს – თჳნიერ ნათესავისა, რამეთუ ნათესავი სახეთა მიმართ განიყოფვის უეჭუელად და რომელსა არა აქუნდენ მისგან განყოფილნი სახენი, არა არს ნათესავი. და სახენი ნათესავისაგან განიყოფვიან და რომელთა არა აქუნდეს ნათესავი, არა არიან სახენი. და ვითარცა პირველი კაცი, რომელ არს ადამ, ვითარცა არ-მქონებელი მამისაჲ, არა ითქუმის ძედ, ხოლო სახელ-იდების მამად, რამეთუ ესხნეს ძენი; ხოლო სეით და ძედცა ითქუმის მშობელისა მისისად, რამეთუ მამად აქუნდა ადამ, და მამად იწოდების მისგან შობილისად, რამეთუ შვა ძე; ხოლო აბელ ძედ უკუე ითქუმის, რამეთუ აქუნდა მამაჲ და მამად არა ითქუმის, რამეთუ არა ესუა ძე. ესრეთვე სცნობდ ნათესავისათჳსცა და სახისა.

პირველი ნათესავი, რომელი არა განიყოფვის ნათესავისაგან, არცა აქუს უპირველესი მისსა ნათესავი, ნათესავი ხოლო არს და არა სახე და ეწოდების ნათესავოანი ნათესავი, რომლისათჳს განასაზღვრებდენ რაჲ, იტყჳან, ვითარმედ: ნათესავოანი ნათესავი არს, რომელი ნათესავი ხოლო იყოს და არა იყოს სახეცა, არ-ქონებისათჳს უზემოეს თჳსსა ნათესავისა. ხოლო მისგან განყოფილთა სახეთა უკუეთუ აქუნდენ ქუეშე კერძო მათსა სხუანი სახენი მათგან განყოფილნი, სახენიცა არიან უპირატესთა მათთანი, – ესე იგი არს, უზემოესთანი, რომელთაგან გამოეკუეთნეს, – და ნათესავნი მათგანთანი, – ესე იგი არს, უქუემოესთანი – და იწოდებიან ნათესავადცა და სახედ ურთიერთასად. ხოლო უკუანაჲსკნელნი და უქუემოესნი სახენი, რომელთა არა აქუნდენ უქუემოეს მათსა სხუანი სახენი, არა ითქუმიან ნათესავად, არამედ სახედ, არ-ქონებისათჳს ქუეშე კერძო მათსა, ვითარცა ვთქუ, სხუათა სახეთა მათგან განყოფილთაჲსა. რომლისათჳსცა ითქუმის სახე, რომელი არა იყოს ნათესავ, სახოანად სახედ, ვითარცა ნათესავი, რომელი არა იყოს სახე, სახელ-იდების ნათესავოანად ნათესავად. სათანადო არს ცნობად, ვითარმედ საჭირო არს, რაჲთა სახენი სახელსა ნათესავისა მათისასა და განსაზღვრებასა მიითუალვიდენ, ვიდრე ნათესავოანად ნათესავადმდე. ხოლო სახეთა ვერ ძალ-უც ურთიერთას მითუალვაჲ განსაზღვრებისაჲ.

პირველი უკუე და ნათესავოანი ნათესავი არს არსებაჲ, რამეთუ დაღათუ გამოეკუეთებიან მყოფობისაგან არსებაჲ და შემთხუევითი, არამედ არა არს ნათესავ მათდა მყოფობაჲ, ვინაჲთგან სახელსა ვიდრემე მყოფობისასა მიითუალვენ, ხოლო განსაზღვრებასა არა მიითუალვენ, რამეთუ მყოფსა ესრეთ განასაზღვრებენ: მყოფი უკუე არს ანუ თჳთგუამოანი საქმე და არა მოქენე სხჳსაჲ შემტკიცებისა მიმართ ანუ ვერ შემძლებელი თავით თჳსით ყოფად, არამედ სხჳსა შორის მქონებელი ყოფისაჲ. ხოლო არსებაჲ საქმე არს თავით თჳსით მყოფი და არა მოქენე სხჳსაჲ შემტკიცებისა მიმართ. და შემთხუევითი ვიდრემე – საქმე, ვერ-შემძლებელი თავით თჳსით ყოფისაჲ, არამედ სხჳსა შორის მქონებელი ყოფასა. – აჰა, არცა არსებამან მიითუალა ყოველი საზღვარი მყოფისაჲ, არცა შემთხუევითმან, არამედ არსებამან – კერძოჲ და შემთხვევითმან – სხუაჲ იგი კერძოჲ. ხოლო სახეთა სახელსაცა და ყოველსა საზღვარსა ნათესავისასა სრულებით ჰნებავს მითუალვაჲ. ვინაჲცა არსებაჲ არა არს სახე, ვითარცა არა-მქონებელი ზემო კერძო მისსა ნათესავისაჲ, არამედ თჳთ იგი არს პირველი და ნათესავოანი ნათესავი.

ესე უკუე არსებაჲ განიკუეთების სხეულეანად და უსხეულოდ, ვინაჲცა სხეულეანი და უსხეულოჲ სახენი არიან არსებისანი. კუალად სხეულეანი განიკუეთების სულიერად და უსულოდ. აჰა კუალად სხეულეანი, რომელი სახე იყო არსებისაჲ, ნათესავი არს სულიერისა და უსულოჲსაჲ. კუალად სულიერი განიყოფვის მგრძნობელობითად და უგრძნობელად; მგრძნობელობითად ვიდრემე – ცხოველად, სიცოცხლისა და გრძნობისა მქონებელად, ხოლო უგრძნობელად – ნერგად, რამეთუ არა აქუს გრძნობაჲ. გარნა სულიერად ითქუმის ნერგი, ვინაჲთგან აქუს მოზარდობითი და აღორძინებითი ძალი. კუალად ცხოველი განიკუეთების სიტყჳერად და უსიტყუელად; სიტყჳერი – მოკუდავად და უკუდავად; მოკუდავი – კაცად სიტყჳერად და პირუტყუად: ცხენად, ძაღლად და ეგევითარად, რომელნი არღარა განიკუეთებიან სხუათა სახეთა მიმართ, არამედ განუკუეთელთა მიმართ, რომელ არიან გუამნი. ხოლო განიყოფების კაცი პეტრეს მიმართ, პავლეს, იოვანეს და სხუათა თითოეულთა კაცთა, რომელნი არა არიან სახენი. რამეთუ სახენი, ვითარცა ვიტყოდეთ, არა მიითუალვენ ურთიერთას განსაზღვრებათა, ვითარ-იგი სხეულეანი არა მიითუალავს განსაზღვრებასა უსხეულოჲსასა და კაცი არა მიითუალავს განსაზღვრებასა ცხენისასა. ხოლო პეტრე და პავლე და იოვანე ერთსა საზღვარსა მიითუალვენ: კაცისასა; ეგრეთვე და სხუანიცა კაცნი, ვინაჲცა არა არიან ესენი სახენი კაცისანი, არამედ განუკუეთელნი, ესე იგი არს, გუამნი. კუალად განიკუეთებოდის რაჲ სახე, გარდასცემს უქუემოესთა თჳსთა სახელსაცა და განსაზღვრებასა. ხოლო პეტრე, განკუეთილი სულად და ჴორცად, არცა სულსა გარდასცემს სახელსა და განსაზღვრებასა მისსა, არცა – ჴორცთა. მერმეცა ყოველი განყოფილებაჲ ნათესავისაგან სახეთა მიმართ ქმნილი, ვიდრე ორთა ანუ სამთამდე, ხოლო იშჳთ ოთხთამდეცა გამოჩნდების, რამეთუ შეუძლებელ არს განყოფაჲ ნათესავისაჲ ხუთთა სახეთა მიმართ და უმეტეს. ხოლო კაცი ყოველთავე თითოეულთა კაცთა მიმართ განიყოფვის, რომელნი მიუწთომელ არიან რიცხჳთა, რომლისათჳსცა ვიეთნიმე არცა განყოფასა იტყჳან თქუმად სახისა განუკუეთელთა მიმართ, არამედ აღრიცხუვასა. ვინაჲცა ცხად არს, ვითარმედ არა არიან პეტრე და პავლე და იოვანე სახე, არამედ განუკუეთელ, რომელ არს გუამი. არცა კაცი ნათესავ არს პეტრესსა და სხუათა გუამთა, არამედ სახე, რომლისათჳსცა სახოანი სახე არს კაცი, რამეთუ სახე არს უზენაესისაჲ და სახე უქუემოესთაჲ. ეგრეთვე ცხენიცა და ძაღლი და ეგევითარნი მხოლოდ სახენი ოდენ არიან და არა – ნათესავნი, რომლისათჳსცა სახოანნი არიან. ხოლო საშუალ ნათესავოანისა ნათესავისა და სახოანთა სახეთაჲსა ნათესავნი არიან და სახენი ურთიერთას: სახენი უზემოესთანი, ხოლო ნათესავნი უქუემოესთანი. და ესე არიან არსებითნი და ბუნებითნი განყოფილებანი და ვითარებანი, რომელნი ითქუმიან განმყოფელობითად და შემამტკიცებელობითად, ვითარცა განმყოფელობითნი ვიდრემე უზემოესთანი და შემამტკიცებელობითნი უქუემოესთანი. რამეთუ სხეულეანი და უსხეულოჲ განჰყოფენ არსებასა. ეგრეთვე სულიერი და უსულოჲ განჰყოფენ სხეულეანსა. ეგრეთვე მგრძნობელობითი და უგრძნობელი განჰყოფენ სულიერსა. ესენი უკუე შეამტკიცებენ ცხოველსა, რამეთუ მივიღებ არსებასა სულიერსა, მგრძნობელობითსა და შევიქმ ცხოველსა, რამეთუ ცხოველი არს არსებაჲ სულიერი მგრძნობელობითი. კუალად მივიღებ არსებასა უსულოსა, უგრძნობელსა და შევიქმ ქვასა. მივიღებ კუალად არსებასა სულიერსა, უგრძნობელსა და შევიქმ ნერგსა. კუალად სიტყჳერი და უსიტყუელი განჰყოფენ ცხოველსა, მოკუდავი და უკუდავი განჰყოფენ სიტყჳერსა. მივიღებ უკუე ცხოველსა, რომელი ნათესავი არს, და სიტყჳერსა და მოკუდავსა და შევამტკიცებ კაცსა, რამეთუ კაცი არს ცხოველი სიტყჳერი, მოკუდავი. და მივიღებ ცხოველსა და უსიტყუელსა და მოკუდავსა და შევამტკიცებ ცხენსა, ნუუკუე ძაღლსა და ეგევითართა. ხოლო განყოფილებად ითქუმიან არსებითად და ბუნებითად, რამეთუ ესენი ჰყოფენ განყოფასა სახისასა სხჳსა სახისაგან და ბუნებისა და არსებისასა – სხჳსა არსებისა და ბუნებისაგან“ (იოანე დამასკელი, დიალექტიკა, ქართული თარგმანების ტექსტი გამოსცა, გამოკვლევა და ლექსიკონი დაურთო მაია რაფავამ, თბ., 1976.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9