ნა ნე ნი
ნად ნაზ ნათ ნაყ

ნათლისღება

(ქრისტეს თანა შობა, ჯვარცმა, დაფლვა, აღდგომა) „ნათლისღებისა მიერ ქრისტეს თანა ვიშვებით, რამეთუ უცოდველსა მას კაცსა შევიმოსთ და რამეთუ უხრწნელ არს შობაჲ იგი და აღვიარებთ ქალწულისაგან შობილსა ღმერთსა. ხოლო ჯუარს-ვეცუმით, რამეთუ ჩუენდა ჯუარცუმა ნათლისღებაჲ არს, რამეთუ ვითარცა ქრისტეს ჴორციელისა სიკუდილისა მიზეზ ჯუარცუმაჲ იქმნა, ეგრეთვე ჩუენდა მიზეზ ცოდვათაგან სიკუდილისაჲ ნათლისღებისაჲ არს. რამეთუ ვითარცა რომელი ჯუარსა ზედა დაემშჭუალოს, უქმად ჰგიეს ყოვლისა მიმართ საქმისა, ეგრეთვე ჩუენ, ვინაჲთგან ნათელ-ვიღოთ, უქმად ვეგნეთ ყოვლისაგან ბოროტისა და სრულიად უვნებელ. და ესრეთ ჯუარს-ვეცუმით ჩუენ ქრისტეს თანა, რაჟამს სრულიად უვნებელობისა საქმჱ არს. ხოლო დავეფლვით ქრისტეს თანა ესრეთ, რამეთუ ვითარცა საფლავსა შინა, ესრეთ შთავალთ წყაროსა მას შინა ნათლისღებისასა. და დაიფარვის მას შინა ძუელი იგი კაცი და დაინთქმის სრულიად. და რაჟამს აღმოვიდეთ მიერ, აღმოვალს ჩუენ თანა ახალი იგი კაცი და ესრეთ აღვდგებით ქრისტეს თანა. და ვითარცა იგი აღდგა რაჲ საფლავით, არღარა განხრწნადი და მოკუდავნი ჴორცნი აქუნდეს, ეგრეთვე ჩუენ აღმო-რაჲ-ვიდეთ ემბაზისაგან, არღარა პირველნი იგი ცოდვილნი და ბილწნი ჴორცნი ჩუენნი გუქონან. რამეთუ ვითარცა ადვილ არს შთაყოფაჲ თავისაჲ წყალსა შინა და აღმოღებაჲ, ეგრეთვე ადვილ არს წინაშე ღმრთისა დაფლვაჲ და დანთქმაჲ სრულიად ძუელისა მის კაცისაჲ და გამოჩინებად ახლისა“ (ღირ. მაქსიმე აღმსარებლის კომენტარები წმ. გრიგოლ ღმრთისმეტყველის 38-ე სიტყვაზე „შობისათვის” / სიტყვანი წმ. გრიგოლ ღმრთისმეტყველისა, ე. მეტრეველის რედაქტორობით გამოსაცემად მოამზადეს ქ. ბეზარაშვილმა, ც. ქურციკიძემ, ნ. მელიქიშვილმა, თ. ოთხმეზურმა და მ. რაფავამ //Corpus christianorum, Series Graeca 45, Corpus Nazianzenum 12, Sancti Gregorii Nazianzeni opera, Versio iberica III, Brepols, 2001.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9