„ყოველთავე შევისუენოთ და აღვდგეთ ამით ჴორცითა და ამით სულითა, რაჲთა თითოეულმან ჩუენმან მოიპოვოს, რაჲცა ვინ ქმნა“ (სინური მრავალთავი 864 წლისა, სასტამბოდ მოამზადეს ძველი ქართული ენის კათედრის წევრებმა აკაკი შანიძის რედაქციით, წინასიტყვაობით და გამოკვლევით (კათ. წევრები – ივ. იმნაიშვილი, ლ. კიკნაძე, მზ. შანიძე, ზ. ჭუმბურიძე, ლ. ბარამიძე), თბ., 1959.) «ჩუენ გურწამს აღდგომაჲ მკუდართაჲ – ჴორცთაჲ და სულისაჲ, სასუფეველი დაუსრულებელი მართალთათჳს და სატანჯველი საუკუნოჲ ცოდვილთათჳს, და განსასუენებელი მართალთაჲ და სასუფეველი და საყოფელი მორწმუნეთაჲ და ცხორებაჲ ანგელოზთა თანა, რომელთა დაიმარხეს სარწმუნოება, სასოებაჲ და მცნებანი უფლისანი» (სინური მრავალთავი 864 წლისა, სასტამბოდ მოამზადეს ძველი ქართული ენის კათედრის წევრებმა აკაკი შანიძის რედაქციით, წინასიტყვაობით და გამოკვლევით (კათ. წევრები – ივ. იმნაიშვილი, ლ. კიკნაძე, მზ. შანიძე, ზ. ჭუმბურიძე, ლ. ბარამიძე), თბ., 1959.)«ესაია წინაწარმეტყუელი იტყჳს: «აღდგენ მკუდარნი, განიღვიძონ, რომელნი არიან საფლავებსა» (ეს.26,19). და განცხადებულად ეზეკიელ წინაწარმეტყუელი იტყჳს: «აჰა ესერა, მე აღვაღო საფლავებსა თქუენსა და აღმოგიყვანნე თქუენ საფლავებით თქუენით» (ეზ. 37,12). და მერმე კუალად დანიელ იტყჳს: «მრავალნი მძინარენი ქუეყანისაგან მიწით აღდგენ, რომელნიმე ცხორებად საუკუნოდ, რომელნიმე სირცხჳლად საუკუნოდ» (დან.12,2). და მრავალნი წიგნნი წამებენ მკუდართა აღდგომისათჳს» (კლარჯული მრავალთავი, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა და გამოკვლევა დაურთო თამილა მგალობლიშვილმა, თბ., 1991.) «რამეთუ ჴორცი ესე ჩუენი აღდგეს და არა ხოლო ესევითარი ეგოს უძლური აღდგომად, ესე აღდგეს. არამედ შეიმოსოს უჴრწნელებაჲ, სხუასახჱ იქმნეს, ვითარცა რკინაჲ ცეცხლსა შინა იქმნეს ცეცხლ. უფროჲსღა, ვითარცა-იგი იცის აღმადგინებელმან უფალმან. აღდგენ ჴორცნი ესე, არამედ არა იყვნედ ესრევე, არამედ საუკუნო იყვნედ»; «უკუეთუ ვინმე იყვნენ მართალ, მოიხუნენ ჴორცნი იგი ზეცისათანი, რაჲთა შემძლებელ იყოს ანგელოზთა თანა სლვად, ვითარ-იგი ღირს უკუეთუ ვინმე იყოს ცოდვილ, მოიხუნეს ჴორცნი საუკუნენი, ტანჯვასა მოთმინენი ცოდვილთათჳს, რაჲთა საუკუნოდ ცეცხლითა დაიწუებოდის და არასადა განილიოს და სამართლად ორ კერძოთავე მათ განწესებულთა მოსცეს ღმერთმან ესე» (კლარჯული მრავალთავი, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა და გამოკვლევა დაურთო თამილა მგალობლიშვილმა, თბ., 1991.) «ვითარცა ხენი აღმოცენებითა მით და მულკუვითა და ყუავილითა და თესლითა და ფურცლითა და ნაყოფითა და სულითა და გემოჲს-ხილვითა თითოვეულად თჳსისა მის ბუნებისა შიშულობასა შეიმოსს და საცნაურ-იქმნის სულითა მით და გემოჲს-ხილვითა, და ვითარცა-იგი წინა არნ, ეგრე სახედ გამოჩნდის და სხუად სახედ არა იცვალის, ეგრეცა კაცი ჴორცითა, ძარღჳთა, ძუალითა, ნაწევრითა, შეძერწვითა, ტყავითა, თმითა შეიმოსის და შეიმკვის და მაშინღა სული იგი მისი მისავე მიიქცის. და რომლითა საქმითა დაეფლნიან სამარებსა, მითვე საქმითა ტჳრთოსანნი მოვიდენ» (შატბერდის კრებული X საუკუნისა, გამოსაცემად მოამზადეს ბ. გიგინეიშვილმა და ელ. გიუნაშვილმა, თბ., 1979.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8