სომეხთა კათალიკოსი 548-557 წლებში. სავარაუდოა, რომ წყალგაურეველი ღვინო და უცომო პური სომხურმა ეკლესიამ მის დროს შემოიღო დვინის 551 წლის კრებაზე, როდესაც დაამტკიცა ძირითადი მონოფიზიტური თეზისი „ხაჩეცარის“ სახით (არსენი საფარელი, განყოფისათჳს ქართველთა და სომეხთა, ტექსტი კრიტიკულად დაადგინა, გამოკვლევა და კომენტარები დაურთო ზაზა ალექსიძემ, თბ., 1980.) იგი იყო პირველი სომეხი კათალიკოსი, რომელმაც პეტრე ანტიოქიელის მოძღვრება შეიწყნარა და სომხური ეკლესია მონოფიზიტური გახადა; ხოლო იოანე ოძუნელმა თითქმის ერთსაუკუნიანი ინტერვალის შემდეგ კვლავ დაუბრუნა სომხური ეკლესია მონოფიზიტობის წიაღს (არსენი საფარელი, განყოფისათჳს ქართველთა და სომეხთა, ტექსტი კრიტიკულად დაადგინა, გამოკვლევა და კომენტარები დაურთო ზაზა ალექსიძემ, თბ., 1980.) ზედწოდება „მიჯინ“ ნიშნავს „შუა“-ს (არსენი საფარელი, განყოფისათჳს ქართველთა და სომეხთა, ტექსტი კრიტიკულად დაადგინა, გამოკვლევა და კომენტარები დაურთო ზაზა ალექსიძემ, თბ., 1980.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8