მამის ძმა გამალიელისა, რომელმაც პავლე მოციქული სჯულის მოძღვრად აღზარდა. „რომელ იგი მივიდა ღამე მაცხოვრისა ჩუენისა იესუსა და ისწავა მისგან და ჰრწმენა, ვითარმედ ჯერ-არს წყლისა და სულისა წმიდისაგან მეორედ ზეგარდამო შობაჲ (ინ. 3, 1-6). და ნათელ-იღო მოწაფეთა მისთაგან ჴელითა პეტრჱსითა“; მღვდელთმოძღვრებმა და ფარისევლებმა „გუემეს იგი დიდითა გუემითა და წყლულებაჲ დასდვეს მის ზედა და განაძეს იგი ქალაქით“(სინური მრავალთავი 864 წლისა, სასტამბოდ მოამზადეს ძველი ქართული ენის კათედრის წევრებმა აკაკი შანიძის რედაქციით, წინასიტყვაობით და გამოკვლევით (კათ. წევრები – ივ. იმნაიშვილი, ლ. კიკნაძე, მზ. შანიძე, ზ. ჭუმბურიძე, ლ. ბარამიძე), თბ., 1959.) ნიკოდემოს ბერძნულად ნიშნავს მძლე სიმართლისა (სინური მრავალთავი 864 წლისა, სასტამბოდ მოამზადეს ძველი ქართული ენის კათედრის წევრებმა აკაკი შანიძის რედაქციით, წინასიტყვაობით და გამოკვლევით (კათ. წევრები – ივ. იმნაიშვილი, ლ. კიკნაძე, მზ. შანიძე, ზ. ჭუმბურიძე, ლ. ბარამიძე), თბ., 1959.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8