პა პე პი პლ პო პრ
პავ პან პაპ პარ პატ

პარასკევი

„დღეს გამოვარდა ადამი სამოთხით, დღეს შევიდა ავაზაკი იგი სამოთხედ“ (უდაბნოს მრავალთავი (IX-X სს.), აკაკი შანიძისა და ზურაბ ჭუმბურიძის რედაქციით, ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს: ლ. ბარამიძემ, კ. დანელიამ, რ. ენუქაშვილმა, ი. იმნაიშვილმა, ლ. კიკნაძემ, მ. შანიძემ და ზ. ჭუმბურიძემ. თბ., 1994.) „დღესა პარასკევსა მეუფლა ჩუენ ეშმაკი და დღესა პარასკევსა განიბჭო ჩუენ ზედა დაშჯაჲ სიკუდილითა. და დღესა პარასკევსა მივეცენით ჩუენ ჴრწნილებასა და მოგუეღო ჩუენ უჴრწნელებაჲ. და დღესა პარასკევსა უბადრუკ ვიქმნენით. დღესა პარასკევსა განვჴედით და განვეშორენით ხისა მისგან ცხოვრებისა. დღესა პარასკევსა ვიხილეთ გემოჲ სიკუდილისაჲ, სხამეანი. დღესა პარასკევსა განძარცუვულ იქმნა მამაჲ ჩუენი ადამ და გამოჩნდა შიშულად სირცხჳლი მისი. დღესა პარასკევსა მხიარულ იქმნა ეშმაკი და ყოველი გუნდი მისი. და დღესა პარასკევსა ვსუთ სასუმელი სიკუდილისაჲ. დღესა პარასკევსა გუესმა ჩუენ ჴმაჲ იგი, რომელი ითქუა, ვითარმედ: მიწაჲ ხარ და მიწადცა მიხჳდე. დღესა პარასკევსა შეჰმოსა უფალმან ადამს სამოსელი იგი ჴრწნილებისაჲ და განრყუნადი. და დღესა პარასკევსა გამოჴადა მამაჲ ჩუენი ადამ და უცხო იქმნა იგი სამოთხისა მისგან საშუებლისა. დღესა პარასკევსა გუესმა ჴმაჲ, რომელი ითქუა: განმეშორე ადამ ჩემგან, რამეთუ მე განგეშორები შენგან. და დღესა პარასკევსა იპოა მამაჲ ჩუენი ადამ განგდებულ გარეშე სამოთხესა მას საშუებლისასა. დღესა პარასკევსა ესმა ადამს ჴმაჲ, რომელი ეტყოდა: ვითარ იყავ ადამ აქამომდე და ვითარ იქმენ აწ ოდენ. ამისთჳსცა დღესა პარასკევსა ჯუარს-ეცუა უფალი ჩუენი იესუ ქრისტე ჴორცითა, რაჲთა ყოველი იგი უშუერი შეცვალოს შუენიერებად კაცთ მოყუარებითა თჳსითა და სახიერებითა“(მამათა სწავლანი, X და XI სს-თა ხელნაწერების მიხედვით გამოსცა ილია აბულაძემ ა. შანიძის რედაქციით, თბ., 1955.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9