„ჵ სამ გზის ნეტართაჲ ამათ მოწაფეთაჲ! სამ გზის პატივი უფროჲს სხუათასა“. მაცხოვარმა პირველად მათ წინაშე შესაკრებელთ მთავრის მკვდარი ასული აღადგინა, მეორედ თაბორზე ფერი იცვალა, მესამედ კი გეთსიმანიის ბაღში მათთან ერთად სალოცავად მივიდა, „რაჲთა სამთა ამათ სამ გზის პატივითა სამებისაჲ იგი სარწმუნო ყოს ყოველთაჲ საიდუმლოჲ, რამეთუ იგი არს, რომელი შორის სამებასა იდიდების, რომელი მათ შორის მონისა ხატითა იქცეოდა“ (სინური მრავალთავი 864 წლისა, სასტამბოდ მოამზადეს ძველი ქართული ენის კათედრის წევრებმა აკაკი შანიძის რედაქციით, წინასიტყვაობით და გამოკვლევით (კათ. წევრები – ივ. იმნაიშვილი, ლ. კიკნაძე, მზ. შანიძე, ზ. ჭუმბურიძე, ლ. ბარამიძე), თბ., 1959.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8