პა პე პი პლ პო პრ
პელ პეტ პეშ

პეტროს მკაწვრელის შემატება

„შემატებასა მას, რომელი „წმიდაო ღმერთოსა“ შინა ქმნა უკეთურმან მან პეტროს მკაწვრელმან, გმობად შევრაცხთ,... რამეთუ მან უშჯულომან მეოთხე პირი შემოიღო და თჳსაგან განყო ძე ღმრთისაჲ, გუამოვანი იგი ძალი მამისაჲ და თჳსაგან – ჯუარცუმული იგი, ვითარმცა სხუაჲ იყო ძლიერისა მისგან კიდე; ანუთუ ვნებულად შერაცხა ბოროტმან მან წმიდაჲ სამებაჲ და ჯუარცუმულად თქუა ძისა თანა მამაჲ და სული წმიდაჲ. შეჩუენებულ იყავნ ესევითარი იგი გმობაჲ და მეტყუელი იგი მისი. რამეთუ ჩუენ „წმიდაო ღმერთოსა“ მამისათჳს გულისჴმა-ვყოფთ, არა თუმცა მას ხოლო მივაჩემებდით სახელსა მას ღმრთეებისასა, არამედ ძეცა ღმრთად ვიცით და სული წმიდაჲცა. და „წმიდაო ძლიერო“ – ძესა ვიტყჳთ, არა თუ მამისაგან განვჰყოფთ ძლიერებასა ანუ სულისაგან წმიდისა. და „წმიდაო უკუდავო“ – სულსა წმიდასა ვიტყჳთ, არა თუ მამასა და ძესა უკუდავებისაგან განვაყენებთ, ნუ იყოფინ! არამედ თითოეულსა გუამოვნებასა ზედა ყოველთავე საღმრთოთა სახელთა გულისჴმა-ვჰყოფთ“; „ხოლო ესე განცხადებულად საცნაურ არს, ვითარმედ „წმიდაო ღმერთო“ არა ძისა მიმართ ოდენ თქუმულ არს, არამედ წმიდისა სამებისა მიმართ, ვითარცა წმიდაჲ და ღმერთშემოსილი ათანასი და ნეტარი ბასილი და ღმრთისმეტყუელი გრიგოლ, და ყოველნივე წმიდანი მამანი წამებენ ამას, ვითარმედ სამწმიდაარსობითა სამგუამოვნებასა ღმრთეებისასა გუაუწყებენ წმიდანი იგი სერაბინნი და ერთითა მით უფლებითა ერთსა მას წმიდისა სამებისა ერთარსებასა და მეუფებასა გამოსახვენ“ (წმ. ეფთვიმე მთაწმიდელი, წინამძღუარი (სარწმუნოებისათვის), ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს თორნიკე ჭყონიამ და ნანა ჩიკვატიამ; გამოკვლევა, ლექსიკონი და საძიებლები დაურთო ნანა ჩიკვატიამ, თბ., 2007.) (მამათა ცხორებანი (ბრიტანეთის მუზეუმის ქართული ხელნაწერი XI ს-სა), ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა და ლექსიკონი დაურთო ვახტანგ იმნაიშვილმა, თბ., 1975.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9