პა პე პი პლ პო პრ
პილ პირ

პირველი მიზეზი

„თაყუანის-ვსცემთ პირველსა მას მიზეზსა, რომელ არს მამაჲ უშობელი, და პირველისა მის მიზეზისაგან პირველითგან შობილსა ძესა და სიტყუასა, და სულსა წმიდასა, მისვე პირველისა მიზეზისაგან გამომავალსა“ (წმ. ეფთვიმე მთაწმიდელი, წინამძღუარი (სარწმუნოებისათვის), ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს თორნიკე ჭყონიამ და ნანა ჩიკვატიამ; გამოკვლევა, ლექსიკონი და საძიებლები დაურთო ნანა ჩიკვატიამ, თბ., 2007.) „უწყი მამაჲ, პირველი მიზეზი და წყაროჲ სახიერებისაჲ, რომლისაგან იშვა დაუსაბამოდ ძე და სიტყუაჲ ღმრთისაჲ, სიბრძნე და ძალი, ღმერთი სრული, სრულისაგან გუამოვნებისა სრული გუამოვნება იშვა, ვითარცა მან მხოლომან უწყის, მშობელმან და შობილმან. და სული წმიდაჲ გამოვიდა მამისაგან არა შობით, არამედ გამოსლვით“; „მამასა არა ვიტყჳთ სხჳსაგან ყოფად, რამეთუ იგი არს პირველი მიზეზი უმიზეზოჲ. ხოლო ვიტყჳთ მას მამად ძისა და მიზეზად. ხოლო ძესა არა ვიტყჳთ მიზეზად, არცა მამად, არამედ ვიტყჳთ მას მამისაგან შობილად და ძედ მამისა. ხოლო სულსა წმიდასა მამისაგან ვიტყჳთ გამომავალად“ (წმ. ეფთვიმე მთაწმიდელი, წინამძღუარი (სარწმუნოებისათვის), ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს თორნიკე ჭყონიამ და ნანა ჩიკვატიამ; გამოკვლევა, ლექსიკონი და საძიებლები დაურთო ნანა ჩიკვატიამ, თბ., 2007.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9