პა პე პი პლ პო პრ
პილ პირ

პირი

„პირი არს, რომელი-იგი თჳსთა მოქმედებათაგან და თჳსებათა განცხადებულად და განსაზღვრებულად წარმოგჳჩენდეს ჩუენ საჩინოებასა თჳსისა არსებისასა, ვითარ-იგი გაბრიელ ჰზარხვიდა რაჲ წმიდასა ღმრთისმშობელსა, რომელი-იგი ერთი ანგელოზთაგანი იყო და მხოლოდ მუნ წარმოდგომილ იყო და ჰზრახვიდა, ამისთჳსცა განყოფილ იყო მის თანა ერთ-სახეთა მათ და ერთ-არსთა ანგელოზთაგან ადგილსა მას გარდამოსლვითა და მზრახვალობითა. და პავლე საყდართა წინაშე რაჲ სიტყუაჲ-უგებდა, ერთი კაცთაგანი იყო და თჳთებითა და მოქმედებითა სხუათა კაცთაგან განშორებულ იყო. ხოლო ჯერ-არს უწყებად, ვითარმედ წმიდათა მამათა გუამსა და განუკუეთელსა და პირსა ერთად სახელ-სდვეს, ვითარცა თავსა შორის თჳსსა შემომკრებელთა ჴელმწიფებისათა ყოველთავე ზედა შემთხუევითთა საქმეთა და რიცხჳთა განყოფილთა და მაუწყებელთა ვინაობისათა, ვითარ-იგი არიან პეტრე და პავლე და ესე რომელიმე ცხენი. ხოლო ეწოდების გუამსა სახელი ესე გუამოვნებისაჲ მდგომობისათჳს და მყოფობისა“ (იოანე დამასკელი, დიალექტიკა, ქართული თარგმანების ტექსტი გამოსცა, გამოკვლევა და ლექსიკონი დაურთო მაია რაფავამ, თბ., 1976.) იგივეა, რაც ჰიპოსტასი.
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9