აბ ად ავ აზ აკ ალ ამ ან აპ არ ას აფ აღ აჩ ახ
აღდ აღვ აღთ აღმ აღს

აღთქმა გრიგოლისი

სომეხთა განმანათლებლის, გრიგოლის მიერ კესარიის ეკლესიისათვის დადებული აღთქმის შესახებ ერთხმად მოწმობენ ქალკედონური პოლემიკური თხზულებები. აღთქმის მიხედვით, გრიგოლის კურთხევასთან ერთად დადგინდა, რომ სომხეთის მთავარეპისკოპოსებს კესარიაში უნდა დასხმოდათ ხელნი (არსენი საფარელი, განყოფისათჳს ქართველთა და სომეხთა, ტექსტი კრიტიკულად დაადგინა, გამოკვლევა და კომენტარები დაურთო ზაზა ალექსიძემ, თბ., 1980.) არსენი საფარელი კესარიის უფლებისაგან სომხური ეკლესიის თავის დაღწევას დვინის მეორე საეკლესიო კრებას უკავშირებს, ხოლო სომხური წყაროების მიხედვით, ეს მოხდა უფრო ადრე – V ს-ის II ნახ-ის შუა წლებში (არსენი საფარელი, განყოფისათჳს ქართველთა და სომეხთა, ტექსტი კრიტიკულად დაადგინა, გამოკვლევა და კომენტარები დაურთო ზაზა ალექსიძემ, თბ., 1980.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9