სა სე სვ სი სლ სმ სო სპ სრ სტ სუ სქ სწ სჳ
საბ საზ საი საკ სალ სამ სან სარ სას სატ საუ საღ საყ საც სახ საჰ

საზღვარი და სიტყვა მამისა

„რამეთუ ვითარცა ხატი გამოაჩინებს პირმშოსა მას სახესა, ეგრეთვე საზღვარი და სიტყუაჲ გამოაჩინებს მას, რომლისა იყოს საზღვარ და სიტყუა. ხოლო საზღვარი მამისაჲ არს ძჱ, ვითარცა სიტყუაჲ, რომლისა მიერ გამოჩნდების მამაჲ. რამეთუ იტყჳს, ვითარმედ „რომელმან მიხილა მე, იხილა მამაჲ ჩემი, და მე და მამაჲ ერთ ვართ“ (ინ. 12,45; 10,30). რამეთუ ვითარცა თჳნიერ მამისა არა ითქუმის ძჱ, ეგრეთცა არცა თჳნიერ ძისა იცნობების მამაჲ. და (გრიგოლ ღმრთისმეტყველმა) სამართლად საზღვარად და სიტყუად მამისად უწოდა ძესა, ვითარცა აღმასრულებელსა არსებისა მისისა და მომასწავებელსა, თუ რაჲ არს იგი. რამეთუ არა ითქუმის, არცა გულისჴმა-იყოფების თჳნიერ ძისა მამაჲ, გინა თუ საზღვარი არს და სიტყუაჲ, რომლისა მიერ დაისაზღვრა და იქმნა ყოველივე“ (ღირ. მაქსიმე აღმსარებლის კომენტარები წმ. გრიგოლ ღმრთისმეტყველის 38-ე სიტყვაზე „შობისათვის” / სიტყვანი წმ. გრიგოლ ღმრთისმეტყველისა, ე. მეტრეველის რედაქტორობით გამოსაცემად მოამზადეს ქ. ბეზარაშვილმა, ც. ქურციკიძემ, ნ. მელიქიშვილმა, თ. ოთხმეზურმა და მ. რაფავამ //Corpus christianorum, Series Graeca 45, Corpus Nazianzenum 12, Sancti Gregorii Nazianzeni opera, Versio iberica III, Brepols, 2001.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9