სა სე სვ სი სლ სმ სო სპ სრ სტ სუ სქ სწ სჳ
საბ საზ საი საკ სალ სამ სან სარ სას სატ საუ საღ საყ საც სახ საჰ

საიდუმლოთა წვდომის სიღრმე

„რომელ-იგი ჩუენ შემძლებელ ვიყვენით დატევნად, ეგრჱთ გამოგუეცხადა“ (სინური მრავალთავი 864 წლისა, სასტამბოდ მოამზადეს ძველი ქართული ენის კათედრის წევრებმა აკაკი შანიძის რედაქციით, წინასიტყვაობით და გამოკვლევით (კათ. წევრები – ივ. იმნაიშვილი, ლ. კიკნაძე, მზ. შანიძე, ზ. ჭუმბურიძე, ლ. ბარამიძე), თბ., 1959.) „ესე მამაჲ და ძჱ და სული წმიდაჲ წმიდათა მისთა ჩუენებით გამოეცხადებოდა, ვითარცა ძალ-ედვა თითოეულსა დატევნად ძლიერებითა ღმრთეებისა თჳსისაჲთა, ვითარცა ვინ ღირს იქმნა თითოეული მადლსა მისსა“ (სინური მრავალთავი 864 წლისა, სასტამბოდ მოამზადეს ძველი ქართული ენის კათედრის წევრებმა აკაკი შანიძის რედაქციით, წინასიტყვაობით და გამოკვლევით (კათ. წევრები – ივ. იმნაიშვილი, ლ. კიკნაძე, მზ. შანიძე, ზ. ჭუმბურიძე, ლ. ბარამიძე), თბ., 1959.) წინაწარმეტყუელთა „იხილეს თითოეულად დიდებასა შინა თჳსსა უფალი, რავდენ-იგი შემძლებელ იყო ხილვად ბუნებაჲ კაცთაჲ“ (უდაბნოს მრავალთავი (IX-X სს.), აკაკი შანიძისა და ზურაბ ჭუმბურიძის რედაქციით, ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს: ლ. ბარამიძემ, კ. დანელიამ, რ. ენუქაშვილმა, ი. იმნაიშვილმა, ლ. კიკნაძემ, მ. შანიძემ და ზ. ჭუმბურიძემ. თბ., 1994.) „საქმე, რომელი ჩუენდა არა განცხადებულ არს, ნუ დაშურებით მისთჳს“ (კლარჯული მრავალთავი, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა და გამოკვლევა დაურთო თამილა მგალობლიშვილმა, თბ., 1991.) „და რაჲ-იგი არა წერილ არს, ნუმცა გამოვიკითხავთ, რამეთუ თჳთ იგი სული წმიდაჲ იტყოდა მათ წიგნთა და მანვე თავისა თჳსისათჳს თქუა, რაოდენ უნდა მას, გინა რავდენ ჩუენ დამტევნელ ვიყვნეთ“ (კლარჯული მრავალთავი, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა და გამოკვლევა დაურთო თამილა მგალობლიშვილმა, თბ., 1991.) ღმერთი „ჟამად-ჟამად ეტყოდა წმიდათა მათ მამათა ჩუენთა ჩუენებათა შინა გამოუთქუმელთა, მიუგულებელთა ცვალებათა, რომელ არა თუ ღმრთეებაჲ იგი ეგრე იყოს, არამედ ჩუენისა ამის ოდენ უძლურებისაებრ გუეჩუენის“ (შატბერდის კრებული X საუკუნისა, გამოსაცემად მოამზადეს ბ. გიგინეიშვილმა და ელ. გიუნაშვილმა, თბ., 1979.) „თჳთ ეჩუენის ეგოდენ, რავდენცა შემძლებელ ვინ არნ ხილვად“ (შატბერდის კრებული X საუკუნისა, გამოსაცემად მოამზადეს ბ. გიგინეიშვილმა და ელ. გიუნაშვილმა, თბ., 1979.) „გამოჩინებასა თჳსსა მართალთა მომართ საშინელებაჲ იგი თჳსი თჳთ დაიფაროს, რაჲთა ღმრთეებისა თჳსისა ესენი მახლობელ ყვნეს, და კაცთა ხატად და ანგელოზთა მსგავსად ეჩუენის, რაჲთა გონებათა თუალითა შემძლებელ იქმნნენ წმიდანი იგი ხილვად მისა“ (შატბერდის კრებული X საუკუნისა, გამოსაცემად მოამზადეს ბ. გიგინეიშვილმა და ელ. გიუნაშვილმა, თბ., 1979.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9