სა სე სვ სი სლ სმ სო სპ სრ სტ სუ სქ სწ სჳ
საბ საზ საი საკ სალ სამ სან სარ სას სატ საუ საღ საყ საც სახ საჰ

სამართალი ღმრთისა

(სასჯელი იოვანე ნათლისმცემლის თავის მოკვეთისათვის) „და იყო დღეთა ზამთრისათა, იმღეროდა ასული ეროდიაჲსი მახლობელად ჯურღმულსა, წყლითა სავსესა დაყინებულსა. უძურა ფერჴთა მის ქალისათა და შთავარდა იგი ჯურღმულსა წყლითა სავსესა. და დაითქა გუამი მისი, ხოლო თავი ზე უჩნდა მყინვარსა მას ზედა. და მირბიოდეს მსახურნი იგი მისნი, რაჲთამცა აღმოიტაცეს იგი. და ვითარ აღმოჰზიდეს მას, აღმოსთქდა თავი მისი. მაშინ აღიღეს თავი მისი და მოართუეს ეროდიას. ხოლო მან მიიღო და დაიდვა მუჴლთა თჳსთა ზედა და ტიროდა იგი მწარედ. ხოლო სელმანა ეშმაკეულ იქმნა და ჰეროდიას დაეყვნეს თუალნი. ხოლო ჰეროდე მეფჱ წყლითმანკიერ იქმნა და მატლთა შეჭამეს, და ესრჱთ წარვლო ამის ცხოვრებისაგან. ხოლო გუამი მისი არა შეიწყნარა ქუეყანამან, არამედ შეჭამეს იგი მჴეცთა ქუეყანისათა და განჭრეს და მიმოდაყარეს მფრინველთა ცისათა“ (კლარჯული მრავალთავი, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა და გამოკვლევა დაურთო თამილა მგალობლიშვილმა, თბ., 1991.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9