აბ ად ავ აზ აკ ალ ამ ან აპ არ ას აფ აღ აჩ ახ
ადა ადგ ადო

ადამიანი

თავდაპირველი განსაზღვრება ადამიანისა, რომელსაც ეკლესიის მამები ხშირად იყენებდნენ, წარმართ ფილოსოფოსებს ეკუთვნით: ადამიანი არის გონიერი და მოკვდავი ცხოველი. ადამიანი არის გონიერი და მოკვდავი ცოცხალი არსება. «ადამიანი – ეს არის ცოცხალი არსება, რომელმაც მიიღო ბრძანება, გახდეს ღმერთი» (წმ. ბასილი დიდი). ადამიანის შედგენილობა: «მრჩობლი არს კაცი – სულთაგან და ჴორცთა შეყოფილ» (შ.84,22). ადამიანი სამების ხატია: «რამეთუ რომელმან-იგი თქუა: «ვქმნეთ ხატად ჩუენდა» (შესქ. 1,26), თქუა სიმრავლითა სამებისაჲთა და არა აჴსენა ხატებაჲ ერთითა ხოლო. უკუეთუ ძირნი არა ჰგვანან ერთმანერთსა, ვერ უკუე ეგების ხატი მათი ერთ-ყოფად» (შატბერდის კრებული X საუკუნისა, გამოსაცემად მოამზადეს ბ. გიგინეიშვილმა და ელ. გიუნაშვილმა, თბ., 1979.) ადამიანში ღმრთის ხატება სრულყოფილია: «ხატებაჲ ვიდრემე სრულ არს და არა ნაკლულ სახისა მისგან, რომელ პოვნილ არს ძირსა შინა, რაჲთა ღირსად იწოდოს ხატებაჲ. ხოლო უკუეთუ იპოვოს ნაკლულ რაჲთმე ძირისა მისგან, უკუე ამის გამო არღარა აქუს მას ხატებაჲ. და აწ ვინაჲთგან გონებაჲ ღმრთისაჲ მიუთხრობელ არს და ვერ გულისხმის-საყოფელ, ჯერ არს, რაჲთა იყოს იგი პოვნილ ხატსაცა შინა მისსა» (შატბერდის კრებული X საუკუნისა, გამოსაცემად მოამზადეს ბ. გიგინეიშვილმა და ელ. გიუნაშვილმა, თბ., 1979.) ადამიანის სული (გონება) ერთ რომელიმე ასოში არ არის მომწყვდეული: «დაიყავნ ყოველი პირი ცუდად მეტყუელი, რომელნი ჰგონებენ, ვითარმედ ძალი გონებისაჲ დადგრომილ არს რომელთამე ასოთა შინა» (შატბერდის კრებული X საუკუნისა, გამოსაცემად მოამზადეს ბ. გიგინეიშვილმა და ელ. გიუნაშვილმა, თბ., 1979.); «გონებაჲ ყოველთა შინა ასოთა დამკჳდრებულ არს» (შატბერდის კრებული X საუკუნისა, გამოსაცემად მოამზადეს ბ. გიგინეიშვილმა და ელ. გიუნაშვილმა, თბ., 1979.); «გონებასა შეუცავს ყოველი გუამი და იქმს თითოვეულითა ასოჲთა საზომისაებრ თჳსისა» (შატბერდის კრებული X საუკუნისა, გამოსაცემად მოამზადეს ბ. გიგინეიშვილმა და ელ. გიუნაშვილმა, თბ., 1979.). სული (გონება) ღმრთის ხატია: «რამეთუ სისრულჱ კეთილთა მათ ზეშთაჲ ღმერთი არს, რომლისა მიმართ იწრაფის ყოველი მოსურნჱ კეთილისაჲ. ამისთჳს ვიტყჳთ, ვითარმედ გონებაჲ ხატი არს კეთილისაჲ» (შატბერდის კრებული X საუკუნისა, გამოსაცემად მოამზადეს ბ. გიგინეიშვილმა და ელ. გიუნაშვილმა, თბ., 1979.). კაცი სულითა და ხორცით ერთდროულად შეიქმნა: «რამეთუ არა იყო სული თჳნიერ ჴორცთა და არცა ჴორცნი თჳნიერ სულისა, არამედ დაწყებაჲ ორთაჲვე ერთ არს პირველად ბრძანებითა და ნებითა ღმრთისაჲთა» (შატბერდის კრებული X საუკუნისა, გამოსაცემად მოამზადეს ბ. გიგინეიშვილმა და ელ. გიუნაშვილმა, თბ., 1979.). ღმერთი «არცა ჟამისა მოქენე არს საქმეთა თჳსთა სრულყოფისათჳს. და კაცი შეზავებული არს სულისა გონიერისა და ჴორცთაგან ერთად მოსლვითა» (ანტინესტორიანული ტრაქტატები არსენი ვაჩეს ძის „დოგმატიკონში”, ქართული თარგმანების ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, შენიშვნები და ლექსიკონები დაურთო ა. ჩანტლაძემ, თბ., 1997.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9