სა სე სვ სი სლ სმ სო სპ სრ სტ სუ სქ სწ სჳ
საბ საზ საი საკ სალ სამ სან სარ სას სატ საუ საღ საყ საც სახ საჰ

სამების პირთა თვისებანი

„უწყით უკუე და აღვიარებთ, ვითარმედ: ერთ არს ღმერთი, ერთარსებაჲ და ერთ ბუნებაჲ, და სამგუამოვნებით არს და იცნობების, მამასა ვიტყჳ და ძესა და სულსა წმიდასა, ვითარმედ მამაჲ და ძჱ და სული წმიდაჲ ერთ არიან ყოვლითურთ, თჳნიერ ხოლო გუამოვნებისა თჳთებისა, რომელ მამაჲ უშობელ არს, და ძე – შობილ მამისაგან, და სული წმიდაჲ – გამომავალ მამისაგან, ხოლო სხჳთა ყოვლითავე ერთ არიან“ (წმ. ეფთვიმე მთაწმიდელი, წინამძღუარი (სარწმუნოებისათვის), ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს თორნიკე ჭყონიამ და ნანა ჩიკვატიამ; გამოკვლევა, ლექსიკონი და საძიებლები დაურთო ნანა ჩიკვატიამ, თბ., 2007.) „რავდენიცა აქუს ძესა და სულსა წმიდასა, მამისაგან აქუს, და რაჲ-იგი არა აქუს მამასა, არცა ძესა აქუს და არცა სულსა წმიდასა. რამეთუ ყოველივე, რაჲ-იგი აქუს მამასა, აქუს ძესა და სულსა წმიდასა თჳნიერ უშობელობისა და გამოსლვისა. რამეთუ ამით ხოლო გუამოვნითა თჳთებითა განიყოფების სამგუამოვნებაჲ იგი წმიდისა სამებისაჲ, არა არსებითა ანუ ბუნებითა, არამედ გუამოვნითა თჳთებითა. რამეთუ თითოეული სრული გუამოვნება არს. მამაჲ უშობელი და უმიზეზოჲ, რამეთუ არავინ არს მიზეზ მისა; ძჱ, შობილი მამისაგან დაუსაბამოდ; და სული წმიდაჲ, მამისაგან გამომავალი. ხოლო ამისთჳს ვიტყჳთ, ვითარმედ: თითოეული სრული გუამოვნება არს, რაჲთა არავინ თქუას, თუ სამთა თჳთებათაგან არასრულთა ერთსა შეზავებულსა სრულსა ბუნებასა ვიცნობთ, ნუ იყოფინ ესე, არამედ სამთა სრულთა გუამთა შორის ერთსა აღვიარებთ არსებასა და ერთსა ბუნებასა, უზეშთაესსა ყოვლისავე სრულებისასა“ (წმ. ეფთვიმე მთაწმიდელი, წინამძღუარი (სარწმუნოებისათვის), ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს თორნიკე ჭყონიამ და ნანა ჩიკვატიამ; გამოკვლევა, ლექსიკონი და საძიებლები დაურთო ნანა ჩიკვატიამ, თბ., 2007.) „წმიდისა სამებისა ერთსა ბუნებასა აღვიარებთ და სამთა გუამთა ჭეშმარიტებით და ყოველსავე ბუნებისა და არსებისა საქმესა ერთობით ვიტყჳთ, ხოლო განყოფასა მას გუამთასა სამითა მით ოდენ თჳთებითა ვქადაგებთ: მამასა უშობელსა და ძესა შობილსა და სულსა წმიდასა მამისაგან გამომავალსა, რომელნი-იგი განუყოფელ არიან და განუშორებელ ურთიერთას, რამეთუ შეერთებულ არიან შეურევნელად და განიყოფებიან განუყოფელად. რამეთუ დაღაცათუ თითოეული სრული გუამოვნებაჲ არს და თჳსი იგი თჳთებაჲ განწესებულად აქუს, არამედ შეერთებულ არიან ბუნებითა და არსებითა, ძალითა და მეუფებითა, და ყოვლითავე საქმითა ღმრთეებისაჲთა, ამისთჳსცა ჭეშმარიტად ერთი ღმერთი არს წმიდაჲ სამებაჲ“ (წმ. ეფთვიმე მთაწმიდელი, წინამძღუარი (სარწმუნოებისათვის), ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს თორნიკე ჭყონიამ და ნანა ჩიკვატიამ; გამოკვლევა, ლექსიკონი და საძიებლები დაურთო ნანა ჩიკვატიამ, თბ., 2007.) „„ერთ არს ღმრთეებაჲ სამთა გუამთა შინა გულისჴმის-ყოფილი“. ხოლო არს გუამი ერთი მამისაჲ და ერთი ძისაჲ და ერთი სულისა წმიდისაჲ. ხოლო ესე სამნი არარაჲთ ურთიერთას განირჩევიან თჳნიერ მხოლოდ თჳთებითა ოდენ, რომელ არს ერთისა მის მამობაჲ და მეორისა – ძეობაჲ და მესამისა – სულობაჲ, ვინაჲთგან ერთ არს არსებაჲ სამთაჲვე, და ერთ ძალი და ერთ ნებაჲ. მხოლოდ ამით ოდენ ურთიერთას განყოფილთაჲ, რამეთუ ძე ვიდრემე იშვების არსებისაგან მამისა და სული გამოვალს მისგან“ (თეოდორე აბუკურა, ტრაქტატები და დიალოგები, თარგმნილი ბერძნულიდან არსენ იყალთოელის მიერ, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა, საკუთარ სახელთა საძიებელი და ლექსიკონი დაურთო ლეილა დათიაშვილმა, თბ., 1980.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9