„იტყჳს სადმე კაცი წმიდაჲ, იგნატი არს სახელი მისი, ვითარმედ: დაეფარა მთავარსა ამის სოფლისასა ქალწულებაჲ მარიამისი და ეგრეთვე შობაჲ მისი და სიკუდილი ქრისტესი“ (ძველი მეტაფრასული კრებულები (სექტემბრის საკითხავები), ტექსტები გამოსაცემად მოამზადა, კომენტარები და საძიებლები დაურთო ნარგიზა გოგუაძემ, თბ., 1986.) – ეს წმიდა კაცი ანტიოქიის ეპისკოპოსი, მღვდელმოწამე ეგნატი ღმერთშემოსილია (+107 წ.), რომელიც ამ საიდუმლოთა შესახებ ეფესელთა მიმართ ეპისტოლეში საუბრობს: „სამნი ესე საიდუმლონი ჴმამაღალნი მყუდროებით აღესრულნეს, ესე იგი არს ფარულად მტერისაგან, ხოლო ჩუენ გამოგუეცხადნეს, რამეთუ ჩუენისა ცხორებისათჳს იქმნებოდეს“ (წმ. ეგნატი ღმერთშემოსილი, ეპისტოლენი // საქართველოს ეკლესიის კალენდარი 1988 წ., ტექსტი ერთი ხელნაწერის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ა. ბოროდამ, გვ. 518-624.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8