სა სე სვ სი სლ სმ სო სპ სრ სტ სუ სქ სწ სჳ
საბ საზ საი საკ სალ სამ სან სარ სას სატ საუ საღ საყ საც სახ საჰ

სამოთხე

„დაასხა სამოთხე ედემს აღმოსავალისასა, რომელ-იგი არს საუნჯე ყოვლისავე სიხარულისა და შუებისაჲ; რამეთუ ედემი შუებად გამოითარგმანების. და არს ადგილი იგი აღმოსავალს, უმაღლესად ყოვლისა ქუეყანისა; ჰაეროვანი და შეზავებული ყოვლითავე კეთილითა, ნერგითა დაუჭნობელითა; ნაყოფიერ მარადის, სავსე ყოვლითავე სულნელებითა და ნათლითა, უზეშთაესი და უაღრესი ყოვლისავე ხილულისა შუენიერებისაჲ. და მას შინა დაადგინა ღმერთმან კაცი იგი, ხატად თჳსა დაბადებული, რაჲთა ჴორცითა იყოს შუენიერსა მას შინა და ბრწყინვალესა საშუებელსა და სულითა უზეშთაესსა კეთილსა შინა იქცეოდის, რომელ არს ხედვაჲ ღმრთისაჲ გონებით და მისგან განუშორებელობაჲ. ვიეთმე თქუეს, თუ უხილავ იყო სამოთხე იგი. არამედ არა ესრეთ არს, რამეთუ სამოთხე იყო ხილულიცა და უხილავი, ესე ვითარცა ვთქუ, რაჲთა ჴორცითა იყოს ხილულსა მას საშუებელსა შინა და სულითა – უხილავსა, რომელ არს ხედვაჲ ღმრთისაჲ, რომლისა არარაჲ არს უტკბილეს, არცა უსაწადელეს“ (წმ. ეფთვიმე მთაწმიდელი, წინამძღუარი (სარწმუნოებისათვის), ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს თორნიკე ჭყონიამ და ნანა ჩიკვატიამ; გამოკვლევა, ლექსიკონი და საძიებლები დაურთო ნანა ჩიკვატიამ, თბ., 2007.)
See also: ედემი
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9