უძღები შვილის დაბრუნებით გახარებულმა მამამ დაუკლა მას „ზუარაკი იგი ჭამებული“ და „შეჰმოსა სამოსელი იგი პირველი“ (ლკ. 15,22-23). „ხოლო რაჲ არს ზუარაკი იგი? თჳთ თავადი ძჱ ღმრთისაჲ არს, რომელი... მოკუდა ცოდვათათჳს ყოვლისა სოფლისათა. და სამოსელი იგი პირველი არს ნათლისღებაჲ“ (კლარჯული მრავალთავი, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა და გამოკვლევა დაურთო თამილა მგალობლიშვილმა, თბ., 1991.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8