სა სე სვ სი სლ სმ სო სპ სრ სტ სუ სქ სწ სჳ
საბ საზ საი საკ სალ სამ სან სარ სას სატ საუ საღ საყ საც სახ საჰ

სამწმიდა

„წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს უფალი საბაოთ, ერთ ბუნებაჲ ღმრთეებისაჲ სამითა გუამოვნებითა. წმიდა არს ღმერთი მამაჲ, რომელმან სათნო-იყო შენ შორის და შენგან სრულ-ყოფად პირველ საუკუნეთა წინა განსაზღვრებულსა მას საიდუმლოსა. წმიდა არს ძლიერი ძე ღმრთისაჲ და ღმერთი, რომელმან შენ მხოლოდშობილად პირმშოდ გამოგიყვანა ბერწისაგან დედისა დღეს, რაჲთა რომელი-იგი მხოლოდშობილ არს მამისაგან და პირმშო ყოველთა დაბადებულთა, მხოლოდშობილად იშვას შენგან ქალწულისაგან დედისა პირმშოჲ მრავალთა ძმათა შორის, მსგავსადვე ჩუენსა შენგან მიხუმითა ჴორცთა და სისხლთაჲთა. ხოლო არა მარტოდ მამისაგან, არცა დედისაგან ოდენ გამოგიყვანებს შენ, რაჲთა მხოლოდ იგი მხოლოჲ დაიცვას, მხოლოდ მხოლოჲსაგან მხოლოდშობილად, რამეთუ იგი მხოლოჲ არს მხოლოდ მამისაგან მხოლოდშობილი და მხოლოჲ მხოლოჲსა დედისაგან. წმიდა არს უკუდავი და ყოვლად წმიდაჲ სული, რომელმან ცუარითა ღმრთეებისა თჳსისაჲთა შეუწუველად დაგიცვა შენ ცეცხლისაგან ღმრთეებისა, რამეთუ ამას წინა მოასწავებდა მაყუალიცა იგი მოსესი“ (ძველი მეტაფრასული კრებულები (სექტემბრის საკითხავები), ტექსტები გამოსაცემად მოამზადა, კომენტარები და საძიებლები დაურთო ნარგიზა გოგუაძემ, თბ., 1986.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9