სა სე სვ სი სლ სმ სო სპ სრ სტ სუ სქ სწ სჳ
საბ საზ საი საკ სალ სამ სან სარ სას სატ საუ საღ საყ საც სახ საჰ

სამწმიდაარსობის ისტორია

„წერილ არს მოსაჴსენებელთა შინა ეკლესიისათა, ვითარმედ დღეთა მათ პროკლე კონსტანტინეპოლელ მთავარეპისკოპოსისათა იქმნა ძრვაჲ დიდი. და მრავალ დღე იძრვოდა სამეუფოჲ იგი ქალაქი. და განვიდა ყოველი ერი ლიტანიობად. მაშინ ყრმაჲ ვინმე აღტაცებულ იქმნა ერისა მისგან და ესმა ჴმაჲ ანგელოზთაჲ, რამეთუ გალობდეს ამას გალობასა და იტყოდეს: „წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდავო, შეგჳწყალენ ჩუენ“. და მერმე მოიქცა ყრმაჲ იგი თავადვე თჳსა და მიუთხრა გალობაჲ ესე პატრიაქსა და ყოველსა ერსა. და მეყსეულად იწყეს „წმიდაო ღმერთოჲსა“ ჴმობად ყოველთა. და მასვე ჟამსა დასცხრა რისხვაჲ იგი მოწევნული“ (E. 210). „ხოლო რომელნი „წმიდაო ღმერთოსა“ შინა ჯუარცუმასა შეურთვენ უღმრთოჲსა მის პეტროზისებრ, ანუ უკუდავსა მას სიტყუასა ღმრთისასა იტყჳან მოკუდავად, ანუ სულსა მას მისსა უკუდავსა, და სამებასა შინა ოთხებასა შემოიღებენ, შეჩუენებულ იყავნ!“ (წმ. ეფთვიმე მთაწმიდელი, წინამძღუარი (სარწმუნოებისათვის), ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს თორნიკე ჭყონიამ და ნანა ჩიკვატიამ; გამოკვლევა, ლექსიკონი და საძიებლები დაურთო ნანა ჩიკვატიამ, თბ., 2007.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9