სა სე სვ სი სლ სმ სო სპ სრ სტ სუ სქ სწ სჳ
საბ საზ საი საკ სალ სამ სან სარ სას სატ საუ საღ საყ საც სახ საჰ

სანთლის სახისმეტყველება

„პირველსა ამას სანთელსა გუამისასა თჳთ მაცხოვრისა მისგან აქუს წამებაჲ, რამეთუ თქუა: სანთელი გუამისაჲ თუალი არს და რომელი-იგი ცეცხლისაგან სამსახურებელად აღინთის, ყოველთა საცნაურ არს. და მესამჱ იგი სანთელი დავითისგან ითარგმანების, რამეთუ თქუა: „სანთელ არს ფერჴთა ჩემთა სიტყუაჲ შენი, უფალო, და ნათელ ალაგთა ჩემთა“ (ფს. 118,105). ხოლო ჩუენდა მომართ დღეს დიდებულისა ამის მოძღურებამან ახლისა სახარებისა სანთელი გჳჩუენა ჩუენ, სანთელი, რომელ არა მზისა მსგავს არს, არამედ მზესა მას სიმართლისასა გჳთხრობს ჩუენ, ვითარმედ მოვიდა ქრისტჱ ნათლისღებად, იოვანე სცემდა არა თუ თჳსისა თავისა ჴელმწიფებითა, არამედ ღმრთისა ბრძანებასა ჰმონა. და ყოველთა მაცხოვარსა და განმანათლებელსა და უფალსა კაცი ერთი, რომელი თჳთ ნათლისღებასა წადიერ იყო, ნათელ-სცემდა, და არა თუ წარმდებად რაჲ თავით თჳსით, არამედ ბრძანებასა მას დაემორჩილა. იოვანე სანთელ ითქუმის, რომელსა პირველისა მის შჯულისაჲ წმიდათა სახჱ აქუნდა, და ვითარცა სახედ შჯული იგი ჰურიათაჲ სანთლად ითქუმოდა, ეგრეცა რჩულისა მის მყოფელნი სანთლად ითქუმოდეს.

ისმინე, გლოცავ: იოვანე – სანთელ, რამეთუ რჩული იგი და წინაწარმეტყუელნი იოვანჱსამდე. დავით – სანთელ, რამეთუ რაჟამს მოხუცებულებასა იყო, აყენებდეს მოხუცებულნი იგი ერისანი განსლვად ღუაწლსა მას. ყოველთა ჴმაჲ აეღო და ეტყოდეს: ნუ განხუალ ღუაწლსა მაგას და ნუ დაშრეტ სანთელსა მაგას ისრაჱლისასა. დავით – სანთელ, იოვანე – სანთელ. ხოლო ვინაჲთგან გამოჩნდა ნათელი იგი ჭეშმარიტი და მზჱ იგი სიმართლისაჲ, და გამოუტევნა ბრწყინვალებანი იგი სიწმიდისანი ზეცით, და რომელნი ამას ნათელსა შინა მჴდნენ, უფროჲს და უმეტჱს წარემატნენ. სანთელთა მათთა სანთელი ერქუა, მსგავსად პირველისა მის შჯულისა, რომელ სანთელ ითქუმოდა. და ესენი სახარებისა განათლებითა განათლებულ, რომელნი მსგავსად ამისა ამას შინა ცხონდენ, წარმატებულ არიან. წესსა მას სანთლისასა ნათელ ერქუმის, დაღათუ სანთლისა ნათელი ნათელ არს, არამედ არა სწორ არს ბუნებისა მის ნათელსა. და რომელ არა აქუნდა წესისა მისგან ბუნებისა, მოჰმადლა მეუფემან უხუად მოწაფეთა მათ“ (კლარჯული მრავალთავი, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა და გამოკვლევა დაურთო თამილა მგალობლიშვილმა, თბ., 1991.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9