სა სე სვ სი სლ სმ სო სპ სრ სტ სუ სქ სწ სჳ
საბ საზ საი საკ სალ სამ სან სარ სას სატ საუ საღ საყ საც სახ საჰ

საღმრთო საიდუმლონი

„თუ რაჲ არს არსებაჲ იგი ღმრთისაჲ, ანუ ვითარ არს ყოველგან და ყოველსა შინა, ანუ ვითარ იშვა ღმრთისაგან მამისა ღმერთი ძე, ანუ ვითარ გამოვიდა სული წმიდაჲ, ანუ ვითარ მხოლოდშობილი ძე ღმრთისაჲ კაც იქმნა ქალწულისაგან და უაღრეს ბუნებათა იშვა, ანუ ვითარ ფერჴითა დაულტობელითა ვიდოდა წყალთა ზედა – ესევითარნი ესე საიდუმლონი უცნაურ არიან ჩუენგან, ვერცა გონებითა მივსწუთებით გულისჴმისყოფად, და ვერცა ენითა შემძლებელ ვართ გამოთქუმად. არცა ჴელ-გუეწიფების უკუე გარეშე მისა, რომელი საღმრთოთა წერილთა ძუელისა და ახლისა შჯულისათა გუასწავეს და გუაუწყეს უმეტესი რაჲმე თქუმად, ანუ მოგონებად“ (წმ. ეფთვიმე მთაწმიდელი, წინამძღუარი (სარწმუნოებისათვის), ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს თორნიკე ჭყონიამ და ნანა ჩიკვატიამ; გამოკვლევა, ლექსიკონი და საძიებლები დაურთო ნანა ჩიკვატიამ, თბ., 2007.) „ძე მამისაგან შობილ არს, ვითარცა ვთქუ, უჟამოდ და დაუსაბამოდ. და სული წმიდაჲ მამისაგანვე არს, გარნა არა შობით, ვითარცა ძე, არამედ გამოსლვით. ესე უკუე გჳსწავიეს, ვითარმედ სხუაჲ არს შობაჲ და სხუაჲ არს გამოსლვაჲ. ხოლო თუ რაჲ არს განყოფილებაჲ შობისა მის და გამოსლვისაჲ, არცა გჳსწავიეს, არცა უწყით“ (წმ. ეფთვიმე მთაწმიდელი, წინამძღუარი (სარწმუნოებისათვის), ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს თორნიკე ჭყონიამ და ნანა ჩიკვატიამ; გამოკვლევა, ლექსიკონი და საძიებლები დაურთო ნანა ჩიკვატიამ, თბ., 2007.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9