სა სე სვ სი სლ სმ სო სპ სრ სტ სუ სქ სწ სჳ
საბ საზ საი საკ სალ სამ სან სარ სას სატ საუ საღ საყ საც სახ საჰ

საღმრთო სწავლათა სარგებელი

„მიისწრაფე მდინარედ, ღმრთივ-სულიერთა წიგნთა კითხვასა. რამეთუ ვითარცა-იგი რომელნი ჟამსა სიცხისასა მახლობელად სხდიედ გამოსადინელსა წყალთასა და სიგრილისა მისგან ჰაერისა განერნიან მძლაფრისა მისგან სიცხისა, ეგრეთვე, რომელი მიივლტოდის წიგნთა წმიდათასა, განარინოს სული თჳსი ყოველთაგან ვნებათა, ვითარცა რომელი განერის საჴუმილისაგან ცეცხლისა, რამეთუ სიტყუანი წიგნთანი ნუგეშინის-ცემანი ღმრთისანი არიან“ (მამათა სწავლანი, X და XI სს-თა ხელნაწერების მიხედვით გამოსცა ილია აბულაძემ ა. შანიძის რედაქციით, თბ., 1955.) „წიგნნი საღმრთონი განაღჳძებენ გონებათა ჩუენთა საქმედ კეთილისა და განაგრილიან გულის-თქუმაჲ ცოდვისაჲ, და განაძლიერიან ვნებათა მიმართ“; „და ეწყვებოდე მას (ეშმაკს) მარადის მოუწყინებელად წიგნის კითხვითა, და მათგან ისწაო, ვითარ განერე საბრჴეთა მტერისათა და მიიწიო შენ ცხორებასა საუკუნესა. რამეთუ ძალი საღმრთოთა წიგნთაჲ განმანათლებელ არს გონებისა და მოსცემს ღმრთისამიერსა შეწევნასა, რომელმან მოიცალოს კითხვად მათ შინა. რამეთუ წერილ არს: „მოიცალეთ და გულისჴმა-ყავთ, რამეთუ მე ვარ ღმერთი“. არა უწყია, საყუარელო, რამეთუ რომელმან მოიგოს მარადის წიგნის კითხვაჲ გულითა წმიდათა, მან მოიგოს ცნობაჲ ღმრთისაჲ? ამისთჳს ნუ უდებ იქმნები მარადის კითხვად წიგნთა საღმრთოთა, არამედ მარადის განუშორებელ იყავ ლოცვისა და წიგნის კითხვისაგან, რაჲთა განანათლოს გონებაჲ შენი და სრულ იყო ყოვლითავე უნაკლულოდ“; „ხოლო რომელი სიტყუათა ღმრთისათა იკითხვიდეს და გზათა მისთა არა ვიდოდის,... არს იგი უძჳრეს ურჩულოთა... მაშინ იქმნის კაცი იგი ვითარცა ჭური ღჳნისაჲ, სავსე რყუნილებითა. და რომელმან იხილის იგი და არა უწყინ, რაჲ შეემთხჳა, ჰგონებნ სავსესა ღჳნითა კეთილითა, ხოლო რაჟამს ზედამიწევნით განიხილის, პოის იგი სავსე სიმყრალითა“; „და რაჟამს იკითხვიდე საღმრთოთა წიგნთა, გულს-მოდგინედ იკითხევდი და ჭეშმარიტად იღუაწე, რაჲთა გულისჴმა-ჰყოფდე, რომელსა-იგი იკითხვიდე. და ნუ ისწრაფი ფურცელთა გარდაყრასა და გარდათუალვასა ოდენ, არამედ უკუეთუ ჰპოვო რომელიმე სიტყუათაგანი და ვერ გულისჴმა-ჰყო, ნუ გცონინ მეორედ და მესამედ და უფროჲს მისა ქცევად და კუალად წარკითხვად, ვიდრემდის გულისჴმა-ჰყო ძალი იგი სიტყჳსაჲ მის“ (მამათა სწავლანი, X და XI სს-თა ხელნაწერების მიხედვით გამოსცა ილია აბულაძემ ა. შანიძის რედაქციით, თბ., 1955.)„სარგებელ არიან ყოვლისავესთჳს სწავლანი იგი საღმრთონი, და ჯერ არს მარადის წურთაჲ მათი“ (უდაბნოს მრავალთავი (IX-X სს.), აკაკი შანიძისა და ზურაბ ჭუმბურიძის რედაქციით, ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს: ლ. ბარამიძემ, კ. დანელიამ, რ. ენუქაშვილმა, ი. იმნაიშვილმა, ლ. კიკნაძემ, მ. შანიძემ და ზ. ჭუმბურიძემ. თბ., 1994.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9