სა სე სვ სი სლ სმ სო სპ სრ სტ სუ სქ სწ სჳ
საბ საზ საი საკ სალ სამ სან სარ სას სატ საუ საღ საყ საც სახ საჰ

სახსენებელი

„უკუეთუ ვინ საჴსენებელსა გარდაიჴდიდეს წმიდათასა ანუ შესუენებულთასა, მიიღოს ეკლესიას ზეთი და საკუმეველი და სანთელი და სეფე, ზედაშე და თესლი, და თესლისა კურთხევად წართქუას მღდელმან და განუყოს შემოკრებულთა მათ სეფისა განატეხი და თესლი და საძღუნელი და ესე კმა იყავნ ეკლესიასა შინა. ხოლო საკლველსა თუ დაჰკლვიდეს, ლოცვათა წართქუმაჲ საკლველსა ზედა არა განწესებულ არს, არამედ თჳთ იგი, რომელი დაჰკლვიდეს, მადლობაჲ თქუას და დაკლას გინა თუ ცხოვარი იყოს, გინა თუ ზროხაჲ, და დაკლას იგი გარეშე საზღვარსა ეკლესიისასა და ჴორცი იგი გინათუ მგბარი, გინათუ უმგბარი განუყოს გლახაკთა, ანუ ტაბლასა დააგოს და წოდებულნი ისტუმრნეს გარეშე ეკლესიისა. და მღდელთა თუ ნაწილსა მისცემდეს, სახლსა წარსცეს, რომელიცა ჯერ უჩნდეს საჴსენებელის მოქმედსა მას, ხოლო რომელნი ამას წესსა გარდაჰჴდენ და ძუელისა შჯულისა წესთა იქმოდინ, უზიარებლობაჲ დაესაჯოს“ (მცირე სჯულისკანონი (ექვთიმე მთაწმიდელისა), გამც. ე. გიუნაშვილი, თბ., 1972.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9