სა სე სვ სი სლ სმ სო სპ სრ სტ სუ სქ სწ სჳ
საბ საზ საი საკ სალ სამ სან სარ სას სატ საუ საღ საყ საც სახ საჰ

საჰაკ პართელი

სომეხთა კათალიკოსი 387-439 წლებში. სომხური წყაროების მიხედვით, იგი იყო მაშტოცის აქტიური თანამოსაგრე სომხური დამწერლობის შექმნისა და გავრცელების საქმეში. ჩვენამდე მოღწეულია ქართულ ენაზე თარგმნილი „აღსრულებაჲ წმიდისა საჰაკისი პართევისაჲ, ძისა დიდისი ნერსჱსი, რომელი იყო მეექუსე ნათესავი წმიდისა გრიგოლისი“. არსენი საფარელიც მას წმიდა მართლმადიდებელ მოძღვრად იხსენებს (არსენი საფარელი, განყოფისათჳს ქართველთა და სომეხთა, ტექსტი კრიტიკულად დაადგინა, გამოკვლევა და კომენტარები დაურთო ზაზა ალექსიძემ, თბ., 1980.) საერთოდ, ქალკედონიტების აზრით, სომხური ეკლესია მონოფიზიტური გახდა VI ს-ის შუა ხანებში ნერსე II-ის დროს და ამაზე ადრე მოღვაწე ყველა მოძღვარი შეიძლება იყოს მართლმადიდებელი (არსენი საფარელი, განყოფისათჳს ქართველთა და სომეხთა, ტექსტი კრიტიკულად დაადგინა, გამოკვლევა და კომენტარები დაურთო ზაზა ალექსიძემ, თბ., 1980.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9