სა სე სვ სი სლ სმ სო სპ სრ სტ სუ სქ სწ სჳ
სია სიბ სივ სიზ სიკ სიმ სინ სის სიტ სიყ სიც სიძ სიწ სიხ

სიბერის პასუხი სიჭაბუკისადმი

„ჵ სახებოროტო სიბერეო, ვინ მოგიყვანა შენ ჩემდა? ანუ ვინ მოგავლინა? ანუ რომელი რაჲ საქმჱ სამადლობელი ჰყავ ჩემ თანა? – მიუგო სიბერემან და ჰრქუა: კმა ყავ, ჵ სიჭაბუკეო, და დადუმენ და დაიყავ პირი და ნუ მრავალსა იტყჳ, რამეთუ შეცთომილ ხარ და დასულებულ, დაბრმობილ სილაღითა და ამპარტავნებითა. არამედ აღიხილენ თუალნი შენნი და განიფრთხვე სიმთრვალისაგან, რომელსა-ეგე შინა ხარ, რაჲთა ეწიო წარსრულსა მას და ჰპოვო, რომელი წარსწყმიდე... შუენიერებაჲ საჩინოჲ გარეშისა გუამისა შენისაჲ დავარღჳე, რაჲთა იხილონ კაცთა საიდუმლოჲ შენი. ხოლო შინაგანი შენი განვაშუენე, რაჲთა უფალი შენ შორის დაადგრეს... სალმობითა და უძლურებითა დაგაყენე ეგევითართაგან ბოროტთა, რაჲთა სული შენი ცოცხალ იქმნეს და უბიწო... ამისთჳს მოვჰფხურენ კბილნი შენნი, რაჲთა გაყენნე ჭამადთაგან... განვაგრძვე ღამჱ შენ ზედა, რაჲთა მოიჴსენნე ცოდვანი შენნი... და დავაბრყჳლენ თუალნი შენნი, რაჲთა არა იხილონ ამაოებაჲ და დავშრიტე მცხინვარებაჲ გუგათა შენთაჲ, რაჲთა შინაგანითა მით თუალითა მარადის ჰხედვიდე ღმერთსა. და დაგამდაბლე ამპარტავანებისაგან და შეგმოსე შენ სიბერჱ, რაჲთა მარადის გეჴსენოს სიკუდილი და აუვარებდე უფალსა საქმეთა შენთა და კეთილი გეყოს შენ მის მიერ“ (კლარჯული მრავალთავი, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა და გამოკვლევა დაურთო თამილა მგალობლიშვილმა, თბ., 1991.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9