სა სე სვ სი სლ სმ სო სპ სრ სტ სუ სქ სწ სჳ
სია სიბ სივ სიზ სიკ სიმ სინ სის სიტ სიყ სიც სიძ სიწ სიხ

სივნიეთი

Arm. სიუნიქ
მცირე კავკასიონის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ალბანეთის საზღვართან მდებარეობდა. როგორც ცალკე სანახარარო, იგი უკვე IV ს-დან იხსენიება. სივნიეთი, მართალია, ჩვეულებრივ სომხეთში შედიოდა, მაგრამ მუდამ ძლიერ ცენტრიდანულ ინტერესს იჩენდა. რაც საშუალებას აძლევდა, ზოგჯერ დამოუკიდებლობისთვის მიეღწია, ხოლო X ს-ში დროებით სამეფოდაც ჩამოყალიბებულიყო. VI-VII სს-თა მიჯნაზე, როცა სომხეთის საკათალიკოსო ორად გაიყო ქალკედონიტ იოანესა და მონოფიზიტ მოსეს შორის, სივნიეთის მმართველებმა არც ერთი აღარ სცნეს და ხელთდასხმისთვის ალბანელთა კათალიკოსებს მიმართეს. ალბანეთიდანვე იღებდნენ მირონსაც, სანამ აბრაამ ალბათანელმა არ გააერთიანა ორივე საყდარი. პირველი სივნიელი ეპისკოპოსი, რომელსაც ხელნი დაასხა ზაქარია ალბანელთა ეპისკოპოსმა, იყო გრიგოლის წინამორბედი ვრთანესი, ხოლო გრიგოლის მომდევნო ქრისტაფორე უკვე აბრაამ ალბათანელის დროს დვინის კრებას ესწრებოდა (არსენი საფარელი, განყოფისათჳს ქართველთა და სომეხთა, ტექსტი კრიტიკულად დაადგინა, გამოკვლევა და კომენტარები დაურთო ზაზა ალექსიძემ, თბ., 1980.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9