მოციქულთა თანამედროვე; იგი იყო გნოსტიკური სწავლების პირველი წარმომადგენელი და ამიტომ ქრისტიანული ეკლესიიდან გამოსულ ერესიარქად, მწვალებლობის მეთაურად ითვლება. იგი ტომით იუდეველი იყო, კვიპროსიდან, განათლება მიიღო ალექსანდრიაში, სადაც ფილონის სისტემის დებულებებს გაეცნო. ლუკა მახარებელი შენიშნავს, რომ იგი ჯადოქრობით აკვირვებდა სამარიტელებს, რომელთაც მიაჩნდათ, რომ „ესე არს ძალი ღმრთისაჲ დიდი“ (საქმ. 8,9-10). სიმონმა, აითვისა რა ფილონის სწავლება ღმერთისა და სამყაროს შუამდგომელ არსებაზე (პლატონის მიხედვით, ღმრთეებრივ სიტყვაზე, ანუ გონებაზე), თავისი თავი ღმრთის ხორცშესხმულ ძალად, ანუ უმაღლეს ეონად გამოაცხადა, რომელიც სინას მთაზე მამა ღმერთის სახით გამოჩნდა, ტიბერი კეისრის დროს – ძის სახით, ხოლო მოციქულებზე – სულიწმიდის სახით. თავის თანამგზავრ სელენეს, ან ელენეს, ღმრთის ხორცშესხმულ სიბრძნედ წარმოადგენდა. მაშასადამე, იგი ღმრთისაგან წარმოგზავნილის როლს ირგებდა, მაგრამ სინამდვილეში მხოლოდ შარლატანი და მეფოკუსე იყო.
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8