სა სე სვ სი სლ სმ სო სპ სრ სტ სუ სქ სწ სჳ
სია სიბ სივ სიზ სიკ სიმ სინ სის სიტ სიყ სიც სიძ სიწ სიხ

სისხლი ცხოველთა

„სული მოკუდავი და არა უკუდავი არს, წამებსო მოსე, – იტყჳან (სამარიტელნი), – რაჟამს იგი იტყოდის, ვითარმედ: „ნუ შჭამთ სისხლსა, არამედ დასთხიეთ იგი ქუეყანასა ზედა, რამეთუ ყოვლისა ცხოველისა სისხლი სული არს მისი“. ხოლო ჩუენ ვიტყჳთ ამისსა მიმართ, ვითარმედ პირველად უკუე არა არს სისხლი ცხოველთაჲ სულ მათდა, არამედ ვინაჲთგან სისხლისა გამოლევასა სულიცა უჩინო იქმნების, ამისთჳს უწოდა სისხლსა სულად. მერმე დაღათუ სულ მათდა არს სისხლი, პირუტყუთა საცხოვართათჳს იყო სიტყუაჲ მისი, რომელთა ჩუენცა მოკუდავად აღვიარებთ, და არა კაცთათჳს“ (თეოდორე აბუკურა, ტრაქტატები და დიალოგები, თარგმნილი ბერძნულიდან არსენ იყალთოელის მიერ, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა, საკუთარ სახელთა საძიებელი და ლექსიკონი დაურთო ლეილა დათიაშვილმა, თბ., 1980.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9