სა სე სვ სი სლ სმ სო სპ სრ სტ სუ სქ სწ სჳ
სია სიბ სივ სიზ სიკ სიმ სინ სის სიტ სიყ სიც სიძ სიწ სიხ

„სიწმიდე

თჳთ ბუნებით სახელი არს ღმრთისაჲ, რომელი-იგი არს ყოველთა მიმცემელი სიწმიდისაჲ, და ეგრეთვე სათნოებაჲ ყოვლისავე თანა მწყობრისა კეთილთა მისთაჲსა მის მხოლოჲსა ოდენ თჳს და საკუთარ არს ბუნებით დამბადებელისა და მპყრობელისა ყოველთაჲსა. ხოლო დაბადებულთა ყოველთა მინიჭებით მიემადლების მისგან საზომისაებრ და მოსწრაფებისა თითოეულისა გულთა და გონებათაჲსა, გინა თუ საქმე სათნოებისაჲ, გინა თუ სახელის-დებაჲ რაჲსაცა კეთილთაგანისაჲ. ამისთჳსცა მან თავადმან თქუა: „არავინ არსო სახიერ, გარნა მხოლოჲ ღმერთი“ (მრკ. 10,18). ვინაჲცა ამით განაცხადა, ვითარმედ ესევითარნი სახელნი მონიჭებითა მის მიერითა გუეწოდებიან და არა თუ საკუთრებითა ბუნებითითა“ (ძვ. ქართული ენის კათედრის შრ. 11, შესავალი ფსალმუნთა თარგმანებისა, გამსც. მოამზადა მზ. შანიძემ. თბ., 1968.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9