სა სე სვ სი სლ სმ სო სპ სრ სტ სუ სქ სწ სჳ
სომ

სომეხი ერისადმი მიმართება

X-XII სს-ის საქართველოში ორი მიმდინარეობა გამოირჩეოდა: 1. რომელიც სომხეთა უსჯულოებას დროებით, გარეშე ძალისაგან თავს მოხვეულ ვითარებად თვლიდა. 2. რომელიც სომეხთა უსჯულოებას სამუდამოდ და თვით ერის დამახასიათებელ და თანდაყოლილ ნიშნად აცხადებდა. პირველ მიმდინარეობას უნდა მიეკუთვნოს: არსენი საფარელი, ექვთიმე გრძელი, „ისტორიათა და აზმათა“ ავტორი; ხოლო შეურიგებელთა ბანაკიდან გამოირჩევიან: სტეფანე მტბევარი, თხზულების „თავნი სომხეთა წვალებისანი“ ქართველი მთარგმნელი, დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი და თამარ მეფის თანამედროვე იოანე კათალიკოსი (არსენი საფარელი, განყოფისათჳს ქართველთა და სომეხთა, ტექსტი კრიტიკულად დაადგინა, გამოკვლევა და კომენტარები დაურთო ზაზა ალექსიძემ, თბ., 1980.) აგრეთვე, მათ შორის უნდა დავასახელოთ ექვთიმე ათონელი და გიორგი მცირე.
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9