აბ ად ავ აზ აკ ალ ამ ან აპ არ ას აფ აღ აჩ ახ
ანა ანგ ანდ ანთ ანტ ანჯ

ანგელოზნი

მათი შექმნისა და დაცემის მიზეზნი: „რამეთუ არა კმა ეყო კეთილის-მყოფელსა მას აღძრვაჲ კეთილთა მათ თჳსთაჲ, არამედ ჯერ იჩინა განფენაჲ მადლთაჲ, რაჲთა მრავალთა მიჰმადლოს (და ესე არს უმეტჱსი კეთილი), და რამეთუ პირველად იზრახა ძალთა მათთჳს ანგელოზებრთა ზეცისათა. და ზრახვაჲ იგი მისი იყო საქმჱ განსრულებული სიტყჳთა და სულითა წმიდითა. მაშინ დაემტკიცნეს ნათელნი იგი მეორენი, მსახურნი იგი პირველისა მის ნათლისანი; სულნი ცნობიერნი, გინა თუ ცეცხლნი შეუხებელნი და უსხეულონი, გინა თუ სხუანი ბუნებანი მსგავსნი ამათნი. მნებავს სიტყუად, ვითარმედ აღუძრველ არიან იგინი ბოროტისა, და ყოველი აღძრვაჲ მათი არს კეთილისა მიმართ, რამეთუ მახლობელ არიან დღესა და განათლებულ პირველად ღმრთისა მიერ, და ესენი არიან ნათელნი მეორენი, არამედ მაბრკოლებს მე თქუმად, ვითარმედ აღუძრავ არიან იგინი ბოროტისა მიმართ, რომელი იგი იყო მთიები განთიადისაჲ, ბრწყინვალე იქმნა ბნელ ამპარტავანებითა, და ძალნი იგი ბოროტნი, მის თანა მოქმედნი ბოროტისანი, სივლტოლითა მათითა კეთილისაგან და მიზეზ გუექმნეს ჩუენ ბოროტისა“ („მრავალთავი” /ილია აბულაძე, შრომები, III, თბ., 1982. გვ. 32-106.) აქედან გამომდინარე: ღმერთმა მადლის გასამრავლებლად პირველად ანგელოზები შექმნა; ღმრთის განზრახვა იგივე აღსრულებული საქმეა; ღმერთი პირველი ნათელია, ხოლო ნათელნი მეორენი – კეთილნი ანგელოზნი; კეთილი ანგელოზები ბოროტების მიმართ მიუდრეკელნი, ანუ აღუძვრელნი არიან, ხოლო ისინი, რომელნიც ამპარტავნობის გამო დაეცნენ, ბოროტ ძალებად იქცნენ და ჩვენი შეცოდების მიზეზად გვექმნეს.
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9