სა სე სვ სი სლ სმ სო სპ სრ სტ სუ სქ სწ სჳ
სომ

სომხების არჩევანი

არსენი საფარელის მიერ აღწერილი რელიგიური სიტუაცია VI ს-ის აღმოსავლეთში ასეთია: სპარსეთის ქვეშევრდომ ქვეყნებში სამი ქრისტიანული ეკლესიაა – ნესტორიანული, იაკობიტური და მელქიტური (ქალკედონური). სომხებს წინადადება ეძლევათ, მელქიტურის გარდა რომელიმე ამათგანი აირჩიონ. სომხები არჩევანს იაკობიტობაზე შეაჩერებენ. სპარსეთის მეფემ მათ ამ სარწმუნოების განსამტკიცებლად „მიუვლინნა მოძღუარნი იაკობნი ბოროტნი ცხრანი“ (არსენი საფარელი, განყოფისათჳს ქართველთა და სომეხთა, ტექსტი კრიტიკულად დაადგინა, გამოკვლევა და კომენტარები დაურთო ზაზა ალექსიძემ, თბ., 1980.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9