სა სე სვ სი სლ სმ სო სპ სრ სტ სუ სქ სწ სჳ
სრუ

სრულყოფა

„თჳნიერ ჟამისა თხრობად სიტყუაჲ უწესო არს, და თჳნიერ წესისა კეთილი რაჲ-მე საქმედ უჟამო არს, და თჳნიერ კეთილისა სათნოებაჲ შეუძლებელ არს, ხოლო თჳნიერ სათნოებისა სრულებასა ვერვის მისწუდების“ (სინური მრავალთავი 864 წლისა, სასტამბოდ მოამზადეს ძველი ქართული ენის კათედრის წევრებმა აკაკი შანიძის რედაქციით, წინასიტყვაობით და გამოკვლევით (კათ. წევრები – ივ. იმნაიშვილი, ლ. კიკნაძე, მზ. შანიძე, ზ. ჭუმბურიძე, ლ. ბარამიძე), თბ., 1959.)– ე. ი. სულიერი სრულყოფა მხოლოდ სათნოებათა გამდიდრების გზით მიიღწევა, რომელნიც, თავის მხრივ, შესაფერისი წესითა და თავის დროზე აღსრულებულ კეთილ საქმეთა შედეგს წარმოადგენენ.
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9