სა სე სვ სი სლ სმ სო სპ სრ სტ სუ სქ სწ სჳ
სჳმ

სჳმონ ბოროტი

ამას ასახელებს არსენი საფარელი. შეიძლება მას მხედველობაში ჰყავდა დვინის 506 წლის კრების მონაწილე სიმონ ბეთ-არშამელი (შმავონ ბეთ-არშამა, შვავონ ბერდოშმა). იგი VI ს-ის I ნახ-ის მონოფიზიტ მოღვაწეთაგან ერთ-ერთი ყველაზე აქტიურთაგანი იყო. ამიტომ უწოდეს მეტსახელად დოროშა ფარსაია („სპარსელი მოცილე“). იგი მეტად მკაცრი და ენერგიული მოკამათე იყო მთელი წინა აზიის მასშტაბით; შეიძლება ანტიმონოფიზიტურ წრეებში მეტსახელად „ბოროტი“ ამიტომ შეერქვა (არსენი საფარელი, განყოფისათჳს ქართველთა და სომეხთა, ტექსტი კრიტიკულად დაადგინა, გამოკვლევა და კომენტარები დაურთო ზაზა ალექსიძემ, თბ., 1980.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9