სა სე სვ სი სლ სმ სო სპ სრ სტ სუ სქ სწ სჳ
სულ

სულთმოფენობა

„ოდესმე ენანი ღმრთისაგან რისხვითა განიწვალნეს უკეთურებისათჳს კაცთაჲსა, ხოლო ამას დღესა შინა წყალობითა და მადლითა სულისა წმიდისაჲთა მოეცნეს შეწევნისათჳს სოფლისა; მაშინ განიბნინეს, რაჲთა მოყუასმან მოყუსისა თჳსისაჲ ნუ ისმინოს, აწ მოეცნეს, რაჲთა ისმინონ, ისწაონ და გულისხმა-ყონ“ (სინური მრავალთავი 864 წლისა, სასტამბოდ მოამზადეს ძველი ქართული ენის კათედრის წევრებმა აკაკი შანიძის რედაქციით, წინასიტყვაობით და გამოკვლევით (კათ. წევრები – ივ. იმნაიშვილი, ლ. კიკნაძე, მზ. შანიძე, ზ. ჭუმბურიძე, ლ. ბარამიძე), თბ., 1959.) „მეერგასესა მას დღესა სხდეს მოციქულნი და გარდამოჴდა ზეცით ნუგეშინისმცემელი იგი (საქმ.2,1-3), ზღუდჱ სიმტკიცისაჲ და წმიდამყოფელი ეკლესიათაჲ და მოღუაწჱ იგი სულთაჲ, შემწჱ ჭირვეულთაჲ, განმანათლებელი შეცთომილთაჲ, გჳრგჳნის მომცემელი იგი მოღუაწეთაჲ“ (კლარჯული მრავალთავი, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა და გამოკვლევა დაურთო თამილა მგალობლიშვილმა, თბ., 1991.) „ვითარცა-იგი რომელი შთაჴდის წყალსა და ყოვლით კერძოვე მოიცვის წყალმან, რომელი-იგი იბანებენ, ეგრეცა სულისა მისგან ნათელ-იღეს მათ სრულიად. არამედ წყალმან მან გარეშე ოდენ განბანის, ხოლო სულმან წმიდამან სულსა ნათელ-სცის უნაკლულოდ. და რაჲსა გიკჳრს? ისმინე სახედ იგავი ესე ჴორციელი: მცირე არს სიტყუაჲ იგი, შეურაცხ, ხოლო სარგებელ არს წრფელთა მათთჳს. უკუეთუ ცეცხლი იგი სიზრქესა მას რკინისასა შეჴდის შინაგან და ყოვლად იქმნის იგი ცეცხლ, და ცივი იგი იქმნის მჴურვალე და შავი იქმნის ბრწყინვალე. უკუეთუ ცეცხლი იგი ჴორციელი რკინასა მას შევიდეს და ესრეთ სრულიად ბრწყინვალე იქმნის, შენ რასა გიკჳრს, ვითარმედ სული წმიდაჲ შევიდეს შინაგანსა სულსა მას?“ „ემბაზ იქმნა ცნობადისა მის წყლისა სახლი იგი. მოწაფენი იგი შინაგან სხდეს და სახლი იგი ყოვლად აღივსო. აწ უკუე ნათელ-იღეს უნაკლულოდ მსგავსად აღთქუმისა მის. შეიმოსნეს მოციქულნი სულითა და ჴორცითა სამოსლითა საღმრთოჲთა. „და ეჩუენეს მათ განყოფილნი ენათანი, ვითარცა ცეცხლისანი, და დაადგრა თითოეულსა მათსა ზედა და აღივსნეს ყოველნი სულითა წმიდითა“ (საქმ. 2,3-4). ცეცხლისა ენათა მიიღებდეს არა შემწველისასა, არამედ მაცხოვნებელისა მის ცეცხლისასა, რომელმან ეკალი ცოდვისაჲ შეწჳს და სული ბრწყინვალე ქმნის, რომელი-იგი აწცა ესევე მოსლვად არს თქუენ ზედა. და ეკლოვანი იგი ცოდვაჲ მოგისპოს და განლიოს, ხოლო სულისა თქუენისა მონაგები პატიოსანი განანათლოს და მოგცეს თქუენ ნიჭი, რამეთუ მისცა მაშინცა მოციქულთა, სახედ ენათა ცეცხლისათა დაადგრებოდა მათ ზედა, რაჲთა ახალნი შარავანდნი დაიდგნენ მათ სულიერნი – ცეცხლისა ენანი იგი თავთა მათთა“ (კლარჯული მრავალთავი, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა და გამოკვლევა დაურთო თამილა მგალობლიშვილმა, თბ., 1991.) უცხო ენებზე მოციქულთა ამეტყველება: „გალილეველ იყვნეს პეტრე და ანდრეა, სპარსონ და არშაკებრ იტყოდეს, იოვანე და სხუანი იგი მოციქულნი ყოველსა ენასა ეტყოდეს წარმართთა მათ... სულმან წმიდამან ყოველივე ერთბამად ასწავის, მრავალი ენაჲ, რავდენმცა მათ ყოველსა ჟამსა ისწავეს, ესე არს ჭეშმარიტად სიბრძნე მრავალი. ესე არს საღმრთოჲ, რომელი შეტყუებაჲ შეატყუა მას, რომელნი-იგი მრავალთა ჟამთა უსწავლელ იყვნეს და მეყსეულად თითოეულთა მათ და მრავალფერთა ენათა სიტყჳს მიცემად. და იყო შეკრებაჲ სიმრავლისაჲ მის, რომელთა-იგი ესმოდა, მის წილ, რომელ-იგი ბაბილონს გოდლისა მას საქმესა იყო პირველად ბოროტი. რამეთუ შერევასა მას ენათასა მაშინ განყოფანი იყვნეს გონებათანი, ღმრთისა წინააღდგომილ იყვნეს ზრახვანი იგი, ხოლო აქა კუალად-გებაჲ, რამეთუ ღმრთისმსახურებისათჳს არს მოწოდებაჲ ესე. რომლისა მიერცა განვრდომაჲ იქმნა, მის მიერცა – კუალად შესლვაჲ“ (კლარჯული მრავალთავი, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა და გამოკვლევა დაურთო თამილა მგალობლიშვილმა, თბ., 1991.) როცა მოციქულები უცხო ენებზე ამეტყველდნენ, ჰურიები და წარმართები „ეკიცხევდეს და იტყოდეს, ვითარმედ: ტკბილითა განსავსე არიან“ (საქმ.2,13). ჭეშმარიტსა ღათუ იტყჳან, არამედ სიკიცხევითვე. რამეთუ ახალ იყო ნანდჳლვე ღჳნოჲ იგი და ახლისა შჯულისა მადლი. არამედ ახალი ესე ღჳნოჲ ცნობადისა მის იყო ვენაჴისაჲ, რომელმან-იგი მრავალგზის ნაყოფი გამოიღო წინაწარმეტყუელთა თანა და ახალსა შჯულსა აღმოსცენდა, ვითარცა ვენაჴი ესე საჭმელი მარადის იგივე ვენაჴი არნ, არამედ ჟამად-ჟამად ნაყოფი მოიღის, ეგრევე სულმან წმიდამან... მთრვალობამან ჴორციელმან მეცნიერებაჲ დაივიწყის, ხოლო ამან მთრვალობამან, რომელღა-იგი არა იცინ, მისი ცნობაჲ მოანიჭის; სთრავს, რამეთუ სუეს ცნობადისაჲ მის ვენაჴისაჲ“ (კლარჯული მრავალთავი, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა და გამოკვლევა დაურთო თამილა მგალობლიშვილმა, თბ., 1991.) სულთმოფენობის მიზეზი უფალი იესო ქრისტეს ამაღლებაა: „აღსლვაჲ უფლისაჲ ცად თავსმდებ მექმნა ჩუენ მოსლვასა სულისასა“ (კლარჯული მრავალთავი, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა და გამოკვლევა დაურთო თამილა მგალობლიშვილმა, თბ., 1991.) „ამას დღესა, რომელსა აღდგა მხოლოდ შობილი ძჱ ღმრთისაჲ, მოჰფინა სული წმიდაჲ მოწაფეთა თჳსთა ზედა“ (სინური მრავალთავი 864 წლისა, სასტამბოდ მოამზადეს ძველი ქართული ენის კათედრის წევრებმა აკაკი შანიძის რედაქციით, წინასიტყვაობით და გამოკვლევით (კათ. წევრები – ივ. იმნაიშვილი, ლ. კიკნაძე, მზ. შანიძე, ზ. ჭუმბურიძე, ლ. ბარამიძე), თბ., 1959; კლარჯული მრავალთავი, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა და გამოკვლევა დაურთო თამილა მგალობლიშვილმა, თბ., 1991.) . აღდგომის შემდეგ სულიწმიდის შთაბერვა: „გჳთხრობს ჩუენ სახარებაჲ, ვითარმედ: შემდგომად აღდგომისა შთაჰბერა მოციქულთა სული (ინ. 20,22). არამედ მოსცემს აწცა მადლსა, ხოლო უმეტჱსადრე და უფროჲს მათა მიმართ იტყჳს, ვითარმედ: განმზადებულ ვარ მიცემად თქუენდა აწცა, არამედ წმიდაჲ იგი ვერღა დაიტიოთ. აწ მი-ღა-იღეთ მადლი ესე, რავდენ დაიტიოთ, არამედ უფროჲს მოელოდეთ“ (სინური მრავალთავი 864 წლისა, სასტამბოდ მოამზადეს ძველი ქართული ენის კათედრის წევრებმა აკაკი შანიძის რედაქციით, წინასიტყვაობით და გამოკვლევით (კათ. წევრები – ივ. იმნაიშვილი, ლ. კიკნაძე, მზ. შანიძე, ზ. ჭუმბურიძე, ლ. ბარამიძე), თბ., 1959.); კლარჯული მრავალთავი, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა და გამოკვლევა დაურთო თამილა მგალობლიშვილმა, თბ., 1991.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9