სა სე სვ სი სლ სმ სო სპ სრ სტ სუ სქ სწ სჳ
სულ

სულიწმიდა

„გურწამს ერთი სული წმიდაჲ, უფალი და ცხოველსმყოფელი, რომელი მამისაგან გამოვალს და ძისა თანა განისუენებს, რომელი მამისა და ძისა თანა თაყუანის-იცემების და იდიდების, ვითარცა თანაარსი და თანადაუსაბამოჲ, სული წმიდაჲ, სული ღმრთისაჲ, სული წრფელი, სული მთავარი, წყაროჲ ცხორებისა და სიწმიდისაჲ, ღმერთი თანა მამით და ძითურთ დიდებული, დაუბადებელი, ყოველთა დამბადებელი, ყოვლისამპყრობელი, მიუწთომელი ძალითა, ყოველთა მეუფე. რამეთუ სული ღმრთისაჲ ეწოდების მას, სული ქრისტესი, სული უფლისაჲ, თჳთუფალი, სული შვილებისაჲ, აზნაურებისაჲ, ჭეშმარიტებისაჲ, სული სიბრძნისაჲ, მეცნიერებისაჲ, ძლიერებისაჲ, განზრახვისაჲ, გულისჴმისყოფისაჲ, კრძალულებისაჲ, შიშისა ღმრთისაჲ. ყოველთავე აღმავსებელ, არა აღვსებულ; მპყრობელ, არა პყრობილ; განმწმედელ, არა განწმედილ; დიდებულ, შერაცხილ მამისა თანა და ძისა, ნუგეშინისმცემელ, მამისაგან გამომავალ და ძისა მიერ მოცემულ და თავისა მიერ თჳსისა მპყრობელ და მფარველ ყოველთა დაბადებულთა, თჳთგუამოვან, განუშორებელ მამისაგან და ძისა. ყოველივე აქუს, რავდენი აქუს მამასა და ძესა, თჳნიერ უშობელობისა და შობილობისა, რამეთუ მამაჲ უმიზეზო არს და უშობელ, რამეთუ არავის სხჳსაგან არს, არამედ თავით თჳსით აქუს არსებაჲ და რავდენი რაჲ აქუს, არავისგან აქუს სხჳსა, არამედ უფროჲსად იგი არს დასაბამ და მიზეზ არსებისა ყოველთაჲსა“ (წმ. ეფთვიმე მთაწმიდელი, წინამძღუარი (სარწმუნოებისათვის), ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს თორნიკე ჭყონიამ და ნანა ჩიკვატიამ; გამოკვლევა, ლექსიკონი და საძიებლები დაურთო ნანა ჩიკვატიამ, თბ., 2007.) „სულსა წმიდასა მამისაგან ვიტყჳთ გამომავალად და სულად მამისა სახელ-ვსდებთ. ხოლო ძისაგან არა ვიტყჳთ გამომავალად სულსა, არამედ მამისაგან. ხოლო სულად ძისა ვიტყჳთ, ვითარცა თქუა მოციქულმან: რომელსა სული ქრისტესი არა აქუსო, იგი არა არს ქრისტესი (რომ. 8,9). და ძისა მიერ მოცემად ჩუენდა აღვიარებთ, ვითარცა შეჰბერა მოციქულთა და ჰრქუა: მიიღეთ სული წმიდაჲ (ინ. 20,22)“ (წმ. ეფთვიმე მთაწმიდელი, წინამძღუარი (სარწმუნოებისათვის), ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს თორნიკე ჭყონიამ და ნანა ჩიკვატიამ; გამოკვლევა, ლექსიკონი და საძიებლები დაურთო ნანა ჩიკვატიამ, თბ., 2007.) „სული არა განიყოფვის, არამედ მის მიერი იგი მადლი“ (სინური მრავალთავი 864 წლისა, სასტამბოდ მოამზადეს ძველი ქართული ენის კათედრის წევრებმა აკაკი შანიძის რედაქციით, წინასიტყვაობით და გამოკვლევით (კათ. წევრები – ივ. იმნაიშვილი, ლ. კიკნაძე, მზ. შანიძე, ზ. ჭუმბურიძე, ლ. ბარამიძე), თბ., 1959; კლარჯული მრავალთავი, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა და გამოკვლევა დაურთო თამილა მგალობლიშვილმა, თბ., 1991.) „ღმრთისა მიერ ქრისტჱს ჴელითა ქმნულთა მათ ყოველთა პირმეტყუელთა – ანგელოზთა და კაცთა–განმწმედელ არს“ (კლარჯული მრავალთავი, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა და გამოკვლევა დაურთო თამილა მგალობლიშვილმა, თბ., 1991.) სულიწმიდის სახე ცეცხლია, როგორც „მხოლოდშობილი და წინამორბედი იგი ნათლისმცემელი იოვანე... იტყჳს: „თჳთ მე ნათელ-გცემ თქუენ წყლითა სინანულად, ხოლო რომელი-იგი შემდგომად ჩემსა მოვალს, მან ნათელ-გცეს თქუენ სულითა და ცეცხლითა“ (მთ.3,11; ლკ.3,16). ცეცხლითა, რაჲსა-მე? რამეთუ ენითა ცეცხლისაჲთა ყოფად იყო მოსლვაჲ იგი სულისა წმიდისაჲ, რომლისათჳს სიხარულით იტყჳს უფალი: „მოვიდა მიფენად ცეცხლისა ქუეყანასა ზედა“ (ლკ.12,49)“, (კლარჯული მრავალთავი, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა და გამოკვლევა დაურთო თამილა მგალობლიშვილმა, თბ., 1991.) ძველ და ახალ აღთქმათა სულიწმიდა ერთი და იგივეა: „არა სხუაჲ შჯულსა შინა და წინაწარმეტყუელთა და სხუაჲ სახარებათა და მოციქულთა, არამედ ერთი არს და იგივე თავადი სული წმიდაჲ, რომელი ძუელსა და ახალსა შჯულსა შინა იტყოდა წიგნითა“ (კლარჯული მრავალთავი, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა და გამოკვლევა დაურთო თამილა მგალობლიშვილმა, თბ., 1991.) სულიწმიდა მიუკერძოებელია: „სული წმიდაჲ თუალუხუავ არს და არა ეძიებს აზნაურებასა, არამედ სულისა მოშიშებასა“ (კლარჯული მრავალთავი, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა და გამოკვლევა დაურთო თამილა მგალობლიშვილმა, თბ., 1991.) სულიწმიდა მკურნალია: „სნეულები, რომელნი შეპყრობილ იყვნეს სულთაგან არაწმიდათა, და ყოველნივე განიკურნებოდეს (საქმ. 5,15-16) ძალითა მით სულისა წმიდისაჲთა“ (კლარჯული მრავალთავი, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა და გამოკვლევა დაურთო თამილა მგალობლიშვილმა, თბ., 1991.) სულიწმიდა მამხილებელია: პეტრე და იოვანე მოციქულებმა „შეცთომილთა მათ მთავართა ერისათა და მღდელთმოძღუართა ამხილეს არა თჳსითა სიბრძნითა, რამეთუ უწიგნონი და უცებნი იყვნეს, არამედ სულისა წმიდისა შეწევნითა. რამეთუ წერილ არს, ვითარმედ: „აღივსო მაშინ პეტრე სულითა წმიდითა და ჰრქუა მათ“ (საქმ. 4,8), (კლარჯული მრავალთავი, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა და გამოკვლევა დაურთო თამილა მგალობლიშვილმა, თბ., 1991.) სულიწმიდა ძის თანასწორია: „უნდა მჴსნელსა ჩუენსა, რაჲთა გჳჩუენოს, ვითარმედ სული წმიდაჲ სწორ არს მისა დიდებითა, თქუა: „ოდეს წარვიდე მე, სხუაჲ ნუგეშინისმცემელი მოგივლინო თქუენ“ (ინ. 16,7). გულისხმა-ყავ აწ სიტყუაჲ ესე, რამეთუ რაჟამს-იგი თქუა „სხუაჲ“, ამით მოასწავა, ვითარმედ იგი ერთ არს და ესე – მეორჱ, იგი – მოსრული და ესე – მომავალი. რამეთუ სხუაობაჲ არარას აუწყებს, გარნა მეორესა, სწორსა მისსა“ (კლარჯული მრავალთავი, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა და გამოკვლევა დაურთო თამილა მგალობლიშვილმა, თბ., 1991.) „სადა მოსლვაჲ სულისა წმიდისაჲ იყოს, მუნ მოტევებაჲ ცოდვათაჲ არს“ (კლარჯული მრავალთავი, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა და გამოკვლევა დაურთო თამილა მგალობლიშვილმა, თბ., 1991.) მაცხოვრის პირით ნათქვამი: „სული იგი ჭეშმარიტებისაჲ... მოვიდეს შემდგომად ჩემსა, რომელი ჩემებრი არს ჴელმწიფებითა. მოვიდეს თქუენდა მამისა მიერ, რომელი სწორი არს არსებითა მამისა“ (კლარჯული მრავალთავი, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა და გამოკვლევა დაურთო თამილა მგალობლიშვილმა, თბ., 1991.) „სული წმიდაჲ გამომავალ, სამარადისო, საუკუნო მამისაგან, ამიერითგან სული წმიდაჲ, სული პირისა ღმრთისაჲ, სული წრფელი, სული პეტობისაჲ, სული სახიერებისაჲ, სული აზნაურებისაჲ, სული სიბრძნისაჲ და ცნობისაჲ, სული ზრახვისა ძალისაჲ, სული ჭეშმარიტებისაჲ, რომელ მამისაგან გამოვალს, მისვე არსებისაჲ მამისაჲ და ძისაჲ არს. არა თუ ქმნულ არს და არცა მონა, არა ბრძანების მიმღებელ, არამედ ბრძანების მიმცემელ, არა ბრძანებასა ქუეშე და არცა საქმესა, არამედ თანა-მოქმედ, რამეთუ ერთ საქმე არს მამისაჲ და ძისაჲ და სულისა წმიდისაჲ; რამეთუ ღმერთ არს სული წმიდაჲ, მასვე საქმესა მამისა და ძისასა თჳსით ნებითა თჳსითა ჴელმწიფედ იქმს, რამეთუ განმათავისუფლებელ არს და მაცხოვარ“ (შატბერდის კრებული X საუკუნისა, გამოსაცემად მოამზადეს ბ. გიგინეიშვილმა და ელ. გიუნაშვილმა, თბ., 1979.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9