სა სე სვ სი სლ სმ სო სპ სრ სტ სუ სქ სწ სჳ
სულ

სულიწმიდის სახელები

„სული ღმრთისაჲ ეწოდების მას – სული ქრისტესი, სული უფლისაჲ, თჳთ უფალი, სულ შვილებისა, ჭეშმარიტებისა, აზნაურებისა, სულ სიბრძნისა, მეცნიერებისა, განზრახვისა, ძლიერებისა, გულისჴმისყოფისა, კრძალულებისა, შიშისა ღმრთისაჲ...“ (ბასილი კესარიელის „სწავლათა” ეფთვიმე ათონელისეული თარგმანი, გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა და ლექსიკონი დაურთო ც. ქურციკიძემ, თბ., 1983.) სული, სული ჭეშმარიტებისაჲ, ნუგეშინისმცემელი, სული ღმრთისაჲ, სული მამისაჲ, სული უფლისა, სული ქრისტესი, სული ძისა ღმრთისაჲ, სული წმიდისაჲ, სული შვილებისაჲ, სული გამოცხადებისაჲ, სული აღთქუმისაჲ, სახიერი, სული ჴელმწიფებისაჲ, სული სიბრძნისაჲ, სული გულისხმის-ყოფისაჲ, სული ზრახვისაჲ, სული ძლიერებისაჲ, სული შიშისა ღმრთისაჲ (კლარჯული მრავალთავი, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა და გამოკვლევა დაურთო თამილა მგალობლიშვილმა, თბ., 1991.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9