უგ უდ უკ უჟ ურ უს უფ უშ უძ უხ
ურწ

„ურწყო“

გუმბადის VI მსოფლიო კრების (692 წ.) კანონების 32-ე მუხლი მიძღვნილია სომხების საეკლესიო პრაქტიკაში ზიარებისათვის წყალშეურეველი ღვინის გამოყენების წინააღმდეგ. საქმე ისაა, რომ დიოფიზიტებისთვის საზიარებელ ღვინოში წყლის გარევა ქრისტეს ორი ბუნების – ღმრთეებრივისა და კაცებრივის მომასწავებელია; ხოლო წყალგაურეველი ღვინო („ურწყო“) ქრისტეს მხოლოდ ღმრთეებრივ ბუნებაზე მიუთითებს და მონოფიზიტთა სიმბოლოა (არსენი საფარელი, განყოფისათჳს ქართველთა და სომეხთა, ტექსტი კრიტიკულად დაადგინა, გამოკვლევა და კომენტარები დაურთო ზაზა ალექსიძემ, თბ., 1980.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9