უგ უდ უკ უჟ ურ უს უფ უშ უძ უხ
უფა უფუ

უფუარი

(ებრაელთა მაცა) „რომელნიცა მღდელობისა მოწესეობისა ზიარ არიან, ვამცნებთ მათ, ეგრეთვე მორწმუნეთა ერისკაცთა, რაჲთა არავის ჴელ-ეწიფებოდის მიღებად ჰურიათაგან მათისა მის უფუარისა, რამეთუ ესევითარისა მის უწესობისა მოქმედნი დიდსა ბრალსა ქუეშე არიან, რამეთუ ყოვლადვე არა ჯერ-არს ქრისტეანეთა მეგობრობაჲ მათი, ანუ მათ განკურნებისა თავსდებაჲ, ანუ აბანოს მათ თანა შესლვაჲ, ხოლო უკუეთუ ვინ მიიღოს უფუარი მათი და ჭამოს, ანუ მათთანა დღესასწაულობდეს, ანუ მათსა მას პასექსა თანა-შეერთოს, უკუეთუ მღდელი იყოს, აღიჴოცენ მღდელობისაგან, უკუეთუ ერისკაცი იყოს, უზიარებლობისა კანონით დაიმარხენ; უკუეთუ კულა მერმეცა მათთანა დღესასწაულობდენ, განიკუეთენ ეკლესიისაგან“ (მცირე სჯულისკანონი (ექვთიმე მთაწმიდელისა), გამც. ე. გიუნაშვილი, თბ., 1972.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9