უგ უდ უკ უჟ ურ უს უფ უშ უძ უხ
უხი უხრ

უხრწნელება ქრისტესი

„გაიანიტნი უკუე აღიარებენ ღმერთსა სიტყუასა განკაცებულად ქალწულისაგან სრულად და ჭეშმარიტებით. ხოლო შეერთებითგან უხრწნელ-ყოფასა აღიარებენ ჴორცთასა“; ჩვენ „ვერ ძალ-გჳც უხრწნელად თქუმაჲ მათი, არამედ – ხრწნილად, ვითარცა ჩუენთაჲ“; „დაღათუ უხრწნელად აღვიარებთ მათ შემდგომად აღდგომისა, არა ბუნებით ვიტყჳთ მათ, არამედ – მადლით“. ხრწნილება ეწოდება როგორც ხორცთა ფიზიკურად დაშლას, ასევე კაცობრივ ვნებებს (შიმშილს, წყურვილს...); ამიტომ მამათა გამონათქვამში: „არა მიითუალეს ხრწნილებაჲ უფლისა ჴორცთა“, – სიტყვის პირველი მნიშვნელობა იგულისხმება (თეოდორე აბუკურა, ტრაქტატები და დიალოგები, თარგმნილი ბერძნულიდან არსენ იყალთოელის მიერ, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა, საკუთარ სახელთა საძიებელი და ლექსიკონი დაურთო ლეილა დათიაშვილმა, თბ., 1980.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9